სიახლე 

ბუნებრივი აირის შეყვანის საფასური გაიზარდა 09 01 20

სემეკ-ის გადაწყვეტილებით საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის ფოთშიც, ბუნებრივი აირის ახალ აბონენტად დარეგისტრირების ტარიფი გაიზარდა. მომხმარებელს სახლში ბუნებრივი აირის შეყვანის შემთხვევაში გაორმაგებული თანხის – 800 ლარის გადახადა მოუწევს. 3 იანვრამდე გაზის ახალ აბონენტად დარეგისტრირება 400 ლარი ღირდა. რაც შეეხება წყალკანილიზაციასთან მიერთების (წყალარინები) ფასს,- 1500 ლარი ღირს, ხოლო დენის დაერთების საფასური 400 ლარი რჩება. თუმცა როგორც სემეკ-ში განაცხადეს, ეს სტანდარტული ფასია და თუ მილების დიამეტრი არ ემთხვევა სტანდარტულს, ან კვანძი შორსაა, შესაძლოა, თანხა კიდევ გაიზარდოს. იმისათვის, რომ სახლი წყლით, გაზით და დენით უზრუნველყოთ სულ ცოტა 2700 ლარია საჭირო.

მსგავსი სტატიები

Facebook