სიახლე 

ენერგოაუდიტი ფოთის საბავშვო ბიბლიოთეკაში 10 01 20

  ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკა მდებარეოს ქალაქის ცენტრალურ პარკში. შენობა “მოდერნის სტილის“ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც აგებული იქნა არქიტექტორ ედმუნდ ფრიკის მიერ და თავიდანვე გათვალისწინებულ იყო საბიბლიოთეკო სისტემისათვის. ნიკო ნიკოლაძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა კულტურულ საგანმანათლებლო ორგანიზაციების დაარსებას. პირველი საჯარო სამკითხველო 1899 წელს გაიხსნა. მაგრამ ის სათანადო შენობის არ ქონის  გამო დიდ სივიწროვეს განიცდიდა. ნიკოლაძის ინიციატივით ფოთის თვიმმართველობა ძველ ბაღში გამოყო ფართი საჯარო ბიბლიოთეკის ასაგებად. მშენებლობა მიმდინარეობდა შემოწირულობებით და ფოთის მოსახლეობის მხარდაჭერის შედეგად 1909 წელს დასრულდა

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია პროექტის ,,მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა“ შავი  ზღვის აუზის  განვითარების  პროექტის ფარგლებში ახორციელებს ,  აღნიშნული  შენობის  ენერგო აუდიტს.  რომელიც მოიცავს  თბოდანაკარგების შესწავლას. კარ-ფანჯრების გამოცვლას   გათბობა გაგრილების  სისტემის დამონტაჟებას    ასევე  შენობის გარე  ფასადის მოწესრიგებას.

ენერგოაუდიტორი შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებსა და მოამზადებს ძეგლისთვის ენერგოეფექტურ პროექტს.  პროექტი ევრო კავშირის  დაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი სტატიები

Facebook