სიახლე 

ფოთში “კეფალის ფესტივალის” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა 11 01 20

კეფალის ფესტივალის ფარგლებში, ნიკო  ნიკოლაძის კოშკის მუზეუმის დარბაზში, არსენ გვენეტაძემ  ფოთის მოსახლეობასთან  შეხვედრა გაიმართა რომელიც “ბედნიერების ჩუქების დღის” დაარსებას მიეძღვნა.

არსენ  გვენეტაძე ცნობილია არა მარტო როგორს თსუ-ის პროფესორი -გინეკოლოგი, არამედ როგორც „ბედნიერების საერთაშორისო აკადემიის“ დამფუძნებელი.  მან ფოთის მოსახლეობას„კოგნიტიურ/შემეცნებითი ვიზუალური ხელოვნების პერსონალური  ნაშრომები  წარუდგინა.

 არსენ გვენეტაძის წინა გამოფენა  11დეკემბერს იტალიაში, კერძოდ კი ფლორენციაში ჩატარდა.

აღსანიშნავია  რომ არსენ გვენეტაძე თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლაში იმყოფებოდა  სადაც სკოლას მისი პერსონალური ნამუშევარი   საჩუქრად გადასცა.

დარბაზში  შეკრებილებს ,,კეფალის ფესტივალის“ დამაარსებელი ნანა  ტაბიძე  მსგავსი ღონისძიებების დადებით  ეფექტზე და ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა.  მან  გასულ  წლებში  ჩატარებული ფესტივალები მიმოიხილა და სამომავლო გეგმები  დასახა.

კეფალის ფესტივალი 2018 წლიდან იმართება.

მსგავსი სტატიები

Facebook