სიახლე 

“ბილივის” მორიგი საქველმოქმედო აქცია ფოთში 13 01 20

ფონდმა ბილივმა კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია განახორციელა. ამჯერად, ფონდმა მხარი დაუჭირა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს. ბერაიებისა და ბეჭვაიების ოჯახებს პირველადი საჭიროების საოჯახო მსხვილი ტექნიკა გადაეცა საჩუქრად. საბინაო მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში 40 -ზე მეტმა ოჯახმა მიიღო ბენეფიტი და დაუკმაყოფილდა სხვადასხვა კრიზისულად აუცილებელი საჭიროება ფონდის 5 წლიანი საქმიანობის პერიოდში. 2020 წლიდან ფონდი ბილივი გაეროს მდგრადი განვითარების კონკრეტული მიზნების მიღწევას ისახავს მიზნად. სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. ამ მისიის ფარგლებში უკვე 500-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო მხარდაჭერა. დღევანდელი საქველმოქმედო აქციის მხარდამჭერია ,,სავალდებულო დაზღვევის ცენტრი”.

ფონდი ბილივი არის არაკომერციული, არაპოლიტიკური, დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც 2014 წლიდან დაფუძნდა დასავლეთ საქართველოში საქველმოქმედო, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდასაჭერად.

მსგავსი სტატიები

Facebook