სიახლე 

ფოთში მცხოვრები გულადი პაჭკორია დახმარებას ითხოვს 13 01 20

ფოთში ახალ რაიონში ქირით მცხოვრები გულადი პაჭკორია 20 წელზე მეტია უბინაოდ არის დარჩენილი და დახმარებას ითხოვს. ის წარმოშობით ზუგდიდიდანაა და საკუთარი სახლი მას შემდეგ გაყიდა რაც მცირეწლოვანი შვილი ავად გაუხდა და წამლების ყიდვის საშუალება არ ჰქონდა. გულადი პაჭკორია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ძმასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი ხელისუფლებას და გულისხმიერ ადამიანებს დახმარებას სთხოვს, რადგან მათ ქირის გადახდის საშუალება არა აქვთ და შეიძლება ღია ცის ქვეშ დარჩნენ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ აქამდე გულადი პაჭკორიას მათთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს , სამსახურის წარმოამდგენლები უკვე იმყოფებოდნენ აღნიშნულ ოჯახში. როგორც ჩვენთან საუბარში მაია მაკალათიამ განაცხადა, აუცილებელია ოჯახმა ოფიციალური განაცხადი გააკეთოს, რომ ბინის მაძიებელთა ბაზაში მოხვდნენ.

მსგავსი სტატიები

Facebook