სიახლე 

ფოთში ქმარმა 34 წლის ქალი დაჭრა 13 01 20

ფოთში, ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებებითა და ნაკვეთი ჭრილობებით ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჭრილობები მას ქმარმა მიაყენა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადამ პირველადი დახმარება 34 წლის ქალს ადგილზე გაუწია და შემდგომი კვლევებისათვის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს- ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია და იგი 126-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეჭვმიტანილი დაშავებული ქალის მეუღლეა, პოლიციამ იგი უკვე დააკავა.

მსგავსი სტატიები

Facebook