სიახლე 

“ყველაზე კრეატიული ნაძვის ხე” -კონკურსი ფოთში 14 01 20

ფოთის  მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით კონკურსი „ყველაზე კრეატიული ნაძვის ხე“ გაიმართა,სადაც მონაწილეობა კოლეჯი ,,ფაზისმა”, საჯარო და კერძო სკოლებმა მიიღეს. ხუთი ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა სამ ნომინაციაში გამარჯვებული ექვსი ნაძვის ხე, კერძოდ: ,,ყველაზე მხიარული ნაძვის ხე“ -პირველი საჯარო სკოლა ,,წლის საუკეთესო დიზაინი’’- მე-2 საჯარო სკოლა, მე-5 საჯარო სკოლა და წმ. ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა ,,წლის მიგნება-აღმოჩენა’’- მე-7 საჯარო სკოლა და მე-12 საჯარო სკოლა. კონკურსში სულ 15 ნაძვის ხე იყო წარმოდგენილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ერთობლივი საქველმოქმედო აქცია ფოთში 14 01 20

სამოქალაქო მოძრაობა ,, ქალაქის ხმის“ ინიციატივით და ფოთის მერიისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მხარდაჭერით, საქველმოქმედო აქცია გაიმართა. მას ქალაქის რამდენიმე ორგანიზაციაც შეურთდა. აქციის მონაწილეები 12საათზე ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან შეიკრიბნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე მცხოვრები შეჭირვებული ოჯახებისკენ გაემართნენ. აქცია მალთაყვაში ე.წ გეოლოგთა სასტუმროში მცხოვრებ ოჯახებთან სტუმრობით დაიწყო, რის შემდგომაც მათ უპოვართა სასადილოს ბენეფიციარები, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა და შშმ ბავშვთა დღის ცენტრების აღსაზრდელები მოინახულეს. შემდგომ აქციის მონაწილეები ქალაქის სხვადასხვა უბანში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს და შეჭირვებულ ოჯახებს ესტუმრნენ, მათ სასურსათო პაკეტები გადასცეს. აქციის მონაწილეებმა 80ზე მეტ ოჯახს გაუწიეს დახმარება.

იხილე მეტი
სიახლე 

თემურ ცაგურია. გადაცემა “ამქალაქური ამბები” ფოთი 13 01 20

გადაცემა “ამქალაქური ამბები” ფოთი გადაცემის სტუმარია ცნობილი ბარდი, ამჟამად შეერთებულ შტატებში მცხოვრები თემურ ცაგურია

იხილე მეტი
Facebook