სიახლე 

“ყველაზე კრეატიული ნაძვის ხე” -კონკურსი ფოთში 14 01 20

ფოთის  მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით კონკურსი „ყველაზე კრეატიული ნაძვის ხე“ გაიმართა,სადაც მონაწილეობა კოლეჯი ,,ფაზისმა”, საჯარო და კერძო სკოლებმა მიიღეს.

ხუთი ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა სამ ნომინაციაში გამარჯვებული ექვსი ნაძვის ხე, კერძოდ: ,,ყველაზე მხიარული ნაძვის ხე“ -პირველი საჯარო სკოლა

,,წლის საუკეთესო დიზაინი’’- მე-2 საჯარო სკოლა, მე-5 საჯარო სკოლა და წმ. ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა

,,წლის მიგნება-აღმოჩენა’’- მე-7 საჯარო სკოლა და მე-12 საჯარო სკოლა.

კონკურსში სულ 15 ნაძვის ხე იყო წარმოდგენილი.

მსგავსი სტატიები

Facebook