სიახლე 

ფოთის საკრებულოს დარბაზში პროექტის გზა ჯანსაღი მომავლისკენ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა 21 01 21

დღეს საკრებულოს დარბაზში, ქალთა მხარდაჭერის მობილიზატორისა და მოდერატორის ია გორგოტაძის შეხვედრა პროექტის ,, გზა ჯანსაღი მომავლისკენ“ ფარგლებში გაიმართა. ,,ქალთა კლუბის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან პროექტის ფარგლებში ისაუბრეს ,,ნარკომანია“, ,,ლუდომანია“ და ,,ალკოჰოლიზმის“ თემებზე.

ნებისმიერ აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებას ,,ლუდომანია“ ეწოდება. თუმცა, ვიდრე ლუდომანად ჩამოყალიბდება ადამიანი, მანამდე გარკვეულ ეტაპებს გადის. თითოეული ეტაპი ბუნებრივია, საზიანოა. ხშირია შემთხვევა, როცა თამაშზე დამოკიდებული ადამიანი ისეთ დეგრადაციამდეა მისული, რომ თამაშის გარეშე გულის იშემია ემართება. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, აზარტული თამაშების მიმართ მიდრეკილება გენეტიკიდან მოდის. ანუ, ამ საკითხში გენეტიკური ფაქტორიც დიდ როლს თამაშობს. ტოტალიზატორებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებს, არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ ქალებიც საკმაოდ ხშირად აკითხავენ. თუმცა, მამაკაცებში აზარტული თამაშების კლინიკური დამოკიდებულება ორჯერ უფრო მაღალია. მაგრამ, როგორც კვლევებმა აჩვენა, ქალებს უფრო უჭირთ თავის დანებება თამაშზე, ვიდრე მამაკაცებს. ეს პრობლემა იმდენად დიდი და გლობალურია, რომ აზარტომანიას ნარკომანიას ადარებენ. მოხსენება წაიკითხა ასევე ფოთის პოლიციის სამმართველოს იურისტმა ლალი ნიკოლეიშვილმა და დამსწრეებს ჩვენს ქალაქში არსებული სტატისტიკური მონაცემები გააცნო. აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში იგეგმება სარეკლამო რგოლის დამზადება ,,სატელევიზიო ეთერისთვის“.

მსგავსი სტატიები

Facebook