სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 23 01 20

მოგესალმებით, ეთერშია „სტუდია ვაშინგტონი“ ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი. ვაშინგტონიდან თქვენთვის მარიამ უგრეხელიძე მუშაობს.

გამონაბოლქვის და ზოგადად, დაბინძურებული ჰაერის გამო მსოფლიოში იმაზე მეტი ადამიანი კვდება ვიდრე ერთად აღებული შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის გამო, წერია გლობალური ალიანსის ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ ბოლო კვლევაში. ორგანიზაციის დასკვნაში საქართველოზეცაა საუბარი და ნათქვამია, რომ ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა. დეტალები მომდევნო სიუჟეტში.

ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება დიდი განხილვის თემაა ამერიკაში. პრეზიდენტ ტრამპის მიერ ახალი კანონის დამტკიცების შემდეგ, შეერთებული შტატების 2.1 მილიონი ფედერალური მუშაკის უმეტესობა, ბავშვის დაბადების ან შვილად აყვანის შემთხვევაში, პირველად მიიღებს თორმეტკვირიან საოჯახო შვებულებას. მსოფლიოს ათობით ქვეყანაში საჯარო მოხელეები საოჯახო ანაზღაურებადი შვებულებით უკვე სარგებლობენ.

მისტერ ჯონსი, ახალი ფილმია, რომელიც საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს უკრაინელი ხალხის მასობრივ შიმშილობაზე ბრიტანელი ჟურნალისტის თვალით გვიყვება. რა ხდებოდა 30-იან წლებში საბჭოთა კავშირში, რამდენად საშიში იყო მაშინ უცხოელი ჟურნალისტებისთვის მუშაობა და ნამდვილი ამბების ცენზურის გარეშე მოყოლა. სწორედ ამაზე უყვება მაყურებელს რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული მხატვრული ფილმი.

დღეისათვის სულ ეს იყო. სტუდიიდან თქვენთვის მარიამ უგრეხელიძე მუშაობდა. „სტუდია ვაშინგტონი“ „ამერიკის ხმის“ და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი ეთერში ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გადის. ჩვენი გადაცემების ნახვა კი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ვებგვერდზე www.amerikiskhma.com შემოგვიერთდით ფეისბუქის, ინსტაგრამისა და ტვიტერის გვერდებზეც. ნახვამდის.

მსგავსი სტატიები

Facebook