სიახლე 

ფოთის პორტი გაფართოებას გეგმავს 31 01 20

ფოთის ნავსადგურის ოპერატორი კომპანია ეიპიემ Terminals-ი აცხადებს, რომ ახალი ნავმისადგომების 250 მილიონი დოლარის ინვესტიციის განსახორციელებლად მზად არიან. ეიპიემ-ის წარმომადგენელთა თქმით, ახალი ნავმისადგომის სიღრმე 13-14 მეტრის ფარგლებში იქნება. თუმცა, ახალი ტერმინალის ასაშენებლად პორტს მიწა ესაჭიროება, რომლის გადაცემასთან დაკავშირებითაც ხელისუფლებასა და APM-ს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. რა სახის შეხვედრა გაიმართა დავოსში ეიპიემის ხემძღვანელებსა და პრემიერ მინისტრს შორის , რამ განაპირობა გაფართოვების მოთხოვნა და რა იგეგმება. რომელი სახის ტვირთების მატებაა მოსალოდნელი. როგორია ეიპიემის ურთიერთობა მთავრობასთან, როგორია გადაზიდულ ტვირთებში ავტომობილების წილი. რას მოუტანს ამ პროექტის განხორციელება ქალაქს, ქვეყანას , რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ფოთის პორტი ანაკლიის პროექტის განხორციელების შემთხვებაში. ხომ არ არის მზად ეიპიემ ტერმინალსი ჩაერთოს ანაკლიის პროექტის განხორციელებაში და რა ზომებს იღებს ფოთის საზღვაო ნავსადგური კორონავირუსის საფრთხისაგან თავის დასაცავად-ჟურნალისტების ამ კითხვებს დღეს “ეიპიემ ტერმინალს” ფოთის გენერალურმა დირექტორმა კელდ ქრისტენსენმა უპასუხა “ეიპიემ ტერმინალსის” ინფორმაციით, მშენებლობის სავარაუდო ვადები 24-30 თვით განისაზღვრება, ხოლო თავად პროექტი მოითხოვს საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა ყველა საჭირო ნებართვა დროულად იქნას მიღებული

მსგავსი სტატიები

Facebook