სიახლე 

ფოთის თანადგომის სახლისთვის პროდუქტების შეგროვება გრძელდება 28 03 20

covid 19-ის გავრცელების გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამართულ საქველმოქმედო აქციებს კომპანია “ნიკორა”,” chanel energy”, “GTE”, “ბარონ ლაუნჯი”, შპს “BMB” და “კაისა-ორი” შემოუერთდნენ. მათ სურსათით მოამარაგეს ფოთის “თანადგომის სახლის” ბენეფიციარები.აქცია გრძელდება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოხალისეობრივად შემოუერთდეს არსებულ კამპანიას და სურსათი მიაწოდოს კოსტავას 35 ნომერში არსებულ “თანადგომის სახლს”.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი განცხადებას ავრცელებს 28 03 20

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფოთის მაჟორიტარმა, ირაკლი ხახუბიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. მან ფოთში მოქმედ ორგანიზაციებს მოუწოდა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ახალი კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გაუწიონ შესაბამის სამსახურებს. აქვე აღნიშნა, რომ მის მიერ დაფუძნებული კომპანიაც ჩართულია სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებისა და ადგილობრივ თვითმმართველობის ინიციატივების განხორციელებაში. ამასთან ვირუსის საწინააღმდეგო ფონდში, მათ მიერ ჩარიცხულ იქნა 100 000 ლარი, ხოლო დამატებით 50 000 ლარი გადარიცხულ იქნა უშუალოდ ქ. ფოთის საჭიროებისათვის.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საჭადრაკო ტურნირები ონლაინ იმართება 27 03 20

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია მოგიწოდებთ გავითვალისწინოთ ექიმების რეკომენდაციები და სახლში დარჩეთ!    სამთავრობო კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით გადაიდო ფედერაციის კალენდრით გათვალისწინებული ყველა ტურნირი. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კარანტინში, თვითიზოლაციაში,   სახლში ყოფნა უფრო საინტერესო რომ გახდეს ფედერაციამ დაიწყო ელვისებურ ჭადრაკში ‘ონლაინ’ ტურნირების პროექტი მსოფლიოში პოპულარული აპლიკაციის: chess.com – ის პლატფორმაზე, ფედერაციის გვერდის (https://www.chess.com/club/georgian-chess-federation) გამოყენებით. ფედერაცია ყოველდღიურად ატარებს  ტურნირებს ელვისებურ ჭადრაკში სხვადასხვა სარეიტინგო კატეგორიებში. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები კი დაჯილდოვდებიან შესაბამისი პრიზებით. (ბავშვებისათვის ჭადრაკი tv –ს გადაცემაში საჭადრაკო გაკვეთილებზე დასწრება; მოყვარულთათვის ჭადრაკი tv –ს გადაცემა ‘ჭადრაკი და ხელოვნება’ მონაწილეობა; ონლაინ გაკვეთილი დიდოსტატთან, ონლაინ თამაში დიდოსტატთან…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის პორტმა გაფართოების პირველი საფეხურის ნებართვა მიიღო 27 03 20

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ნავსადგურის გაფართოების ნებართვის პირველი საფეხურის – მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო. სრულად გთავაზობთ ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალური დირექტორის კელდ მოსგაარდ ქრისტენსენის განცხადებას: „ გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან პირველი საფეხურის, მიწათსარგებლობის ნებართვის დროულად მიღებასთან დაკავშირებით. ეროვნულ და საერთაშირისო დონეზე არსებული კრიზისის ფონზე, ძალზედ დადებითი და იმედისმომცემი ფაქტია, რომ მთავრობა შეუქცევადად უჭერს მხარს ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოებას და მის როლს ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკების განვითარებაში. თუმცა, ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია. მისი შემდეგი (მეორე) საფეხურია პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესწავლა და პროექტის დეტალური დოკუმენტაციის შემუშავება, რაც ასევე…

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი ფოთის სკოლებში 27 03 20

კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტლებით, სასწავლო პროცესი 21 აპრილამდეა შეჩერებული. იმისათვის, რომ ეს პერიოდი მოსწავლეების მიერ გონივრულად იქნეს გამოყენებული , განათლების სამინისტრომ, თავისი გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში, სკოლებს შესთავაზა დისტანციური სწავლების ხელშეწყობისათვის სხვადასხვა ალტერნატიული ფორმა, რომლის ტექნიკურ დახმარებასაც  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს . სამინისტრომ ასევე მიიღო    გადაწყვეტილება, რომ   ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ვადა  გაახანგრძლივდეს 30 აპრილის 18:00 საათამდე

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თვითიზოლაციაში 61, ხოლო კარანტინში კი 4 პირი იმყოფება 26 03 20

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით დღეის მდგომარეობით თვითიზოლაციის რეჟიმში დამატებით 5 მოქალაქეა აყვანილი, 6-ს კი დაუმთავრდა ვადა. სულ თვითიზოლაციაში 61 პირია, კარანტინში კი 4. დღეს სენაკიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადმოყვანილ იქნა 82 წლის ქალბატონი, რომელსაც მაღალი ტემპერატურ და საერთო სისუსტე აღენიშნება. ის ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული და სინჯები ქუთაისში გადაგზავნილი ანალიზისთვის. ქალბატონი მოსკოვიდან 13 მარტს ჩამოვიდა და თვითიზოლაციაში არ იმყოფებოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებზე პროდუქტების გაცემა დაიწყო 26 03 20

ფოთში საბავშვო ბაღების ყველა აღსაზრდელისთვის განკუთვნილი სასურსათო ამანათების გაცემა დაიწყო. მშობლები სასურსათო პროდუქტის გატანას მათივე შვილების ბაღებიდან ახორცილებენ. აღნიშნულ პროცესს ადგილობრივი და სამხარეოს ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სასურსათო ამანათები სულ 1904 ბავშვისთვის მომზადდა. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების, ხელმძღვანელის მაკა ზარანდიას თქმით, პროდუქტების გაცემისას დაცულია კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული ყველა ზომა. აღსანიშნავია რომ, ყველა საბავშვო ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები განმეორებითაც განხორციელდა .

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის პორტმა კორონა ვირუსთან საბრძოლველად 100000 ლარი გადარიცხა 26 03 20

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერატორი კომპანია “ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ საგანგებოდ შექმნილ სპეციალურ პლატფორმაზე – “StopCoV ფონდი“, 100,000 ლარს გადარიცხავს.  “მიუხედავად კრიზისული ვითარებისა, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ნავსადგურის ოპერირებას, რათა არ შეფერხდეს ტვირთების მომსახურების უმნიშვნელოვანესი ჯაჭვი; განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ასეთი გამოწვევის დროს, ერთგულად და გულმოდგინედ ემსახურებიან ამ საქმეს. ახლა, როგორც არასდროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ბიზნესს, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობით დავეხმაროთ ერთმანეთს და სახელმწიფოს – კორონავირუსის დამარცხებაში. ამ მიზნით, “ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ – კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური, სოლიდარობის ფონდში (“StopCoV ფონდი“) შეიტანს თავის მოკრძალებულ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდ „ქველმოქმედი 2015“- მა თანადგომის სახლს პროდუქტები გადასცა 26 03 20

ფოთში,  „ფონდი ქველმოქმედი 2015“-ის ორგანიზატორობით  „თანადგომის სახლში“ საქველმოქმედო აქცია გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა საკვები პროდუქტებით მოამარაგეს „თანადგომის სახლი“, სადაც საკვები 300-ზე მეტი ბენეფიციალისთვის მზადდება.  „თანადგომის სახლი“-ს ადმინისტრაცია მადლობას უხდის აფთიაქ „იბერი“-ს მენეჯერ შორენა ხაბურზანიას და ინდ. მეწარმეებს ინგა ბოკერიას და გოჩა ხუბულავას გაწეული დახმარებისთვის, და მოუწოდებს ფოთელებს აქტიურად ჩაერთონ შეჭირვებულების დახმარების საქმეში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში შეჭირვებულთა დახმარების საქმეში ფირმა „მბმ”-იც ჩაერთო 26 03 20

ფოთში ახალი კორონა ვირუსის გავრცელების აღმკვეთი ღონისძიებებისა და შესაძლო ფაქტებზე დროული რეაგირების მიზნით,  ფოთის მერია უკვე ერთი თვეა შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს. ადგილობრივი ხელისუფლება საკვებითა და მედიკამენტებით ეხმარება მარტოხელა მოხუცებს, სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს, მრავალშვილიან და  სახელფასო ანაზღაურების გარეშე დარჩენილ ოჯახებს. მოსახლეობის დახმარების აქციაში კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ერთვებიან. გუშინ  შპს  „მბმ“-ის ფინანსური მხარდაჭერით სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ. ინტერვიუ საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მიმდინარე წლის 21 აპრილამდე ფოთში  საგანგებო რეჟიმი მოქმედებს.

იხილე მეტი
Facebook