სიახლე 

კროკობეთის საგანგებო განცხადება 20 03 20

Covid 19-ის გავრცელების გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კროკობეთმა უპირობოდ გაითვალისწინა პრემიერის რეკომენდაცია და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება, სრულად გადასულიყო დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, ხოლო პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან, ყველა ტოტალიზატორისა და სლოტ კლუბის ფუნქციონირება შეაჩერა.
მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით, Covid 19-ის შესახებ ამომწურავი ინფორმაციისა და საჭირო რეკომენდაციების მისაღებად შეიქმნა ვებგვერდი: https://stopcov.ge/, სადაც უწყვეტად განთავსდება სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიება და სიახლე, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მითითებები.

მსგავსი სტატიები

Facebook