სიახლე 

რიონში ზუთხის იშვიათი სახეობა დაიჭირეს 20 03 20

რამდენიმე დღის წინ, მდინარე რიონში, სოფელ პატარა ფოთთან ადგილობრივმა მეთევზემ ზუთხი დაიჭირა. მან აღნიშნულზე ორგანიზაცია „ფაუნა ენდ ფლორა ინტერნეუშენელის“ წარმომადგენელს აცნობა. ბუნებაში გაშვებამდე მოხდა ზუთხის ფოტო-ვიდეო გადაღება და საჭირო ნიმუშების აღება. აღმოჩნდა რომ დაჭერილი თევზი ზუთხის იშვიათ სახეობას ჯარღალას, იგივე ფორეჯს განეკუთვნებოდა. აღსანიშნავია რომ ჯარღალა მხოლოდ შავი და კასპიის ზღვის აუზებში ბინადრობს და თითქმის გადაშენებულად ითვლება. 1903 წელს დაარსებული Fauna & Flora International (FFI) არის ველური ბუნების დაცვის მიზნით შექნმილი უძველესი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც 45 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ორგანიზაციის საქმიანობა ბიომრავალფეროვნების დაცვაზეა მიმართული, რომელიც ჯანსაღ ეკოსისტემებს ემყარება . საქართველოში ზუთხის კონსერვაციის პროექტის ფარგლებში, „ფაუნა ენდ ფლორა ინტერნეშენელის“ წარმომადგენლებს შექმნილი აქვთ მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ფოთი-სამტრედიის მონაკვეთზე. „ფაუნა ენდ ფლორა ინტერნეშენელის“ ოფიცერმა ადგილობრივ მეთევზეს და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა

მსგავსი სტატიები

Facebook