სიახლე 

ფოთის პორტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს 20 03 20

კორონავირუსთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ მოქმედი ბიზნეს უწყვეტობის გეგმის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ,,ფოთის საზღვაო ნავსადგური, კავკასიისთვის უმნიშვნელოვანესი ლოჯისტიკური კარიბჭე, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის კავშირს გლობალურ სავაჭრო ქსელთან, კრიზისულ პერიოდშიც გააგრძელებს ტვირთების მომსახურებას. ჩვენ მოწოდებული ვართ, უზრუნველვყოთ მაქსიმალური საოპერაციო მოცულობა და ხელმისაწვდომობა, რათა მიწოდების ჯაჭვმა გააგრძელოს შეუფერხებლად მუშაობა. ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება რჩება ჩვენს მთავარ საზრუნავად. ჩვენი კოლეგები, რომლებსაც შეუძლიათ იმუშაონ სახლიდან, უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობით და მათ აქვთ წვდომა ყველა სისტემაზე, რათა შეასრულონ მომხმარებლების საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანები. საოპერაციოდ კრიტიკულ პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლები ფიზიკურად რჩებიან სამუშაო ადგილებზე. ისინი უზრუნველყოფილნი არიან ნიღბებით, ხელის სადეზინფექციო საშუალებებითა და მიღებული აქვთ სოციალური დისტანცირების ინსტრუქცია. ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ხდება მათი გადანაწილება სივრცესა და საქმიანობაში, რათა შეიქმნას მაქსიმალური იზოლაცია. ასევე, ყველა მომხმარებელი, რომელსაც უხდება უშუალო ფიზიკური კონტაქტი ნავსადგურის თანამშრომლებთან, ინფორმირებულები არიან უსაფრთხო დისტანცირების მოთხოვნის დაცვის აუცილებლობის შესახებ. „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ მუდმივად აქვს კონტაქტი საქართველოს მთავრობასთან და განურჩევლად იცავს მის და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ინსტრუქციებს ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებისა და თანამშრომლებზე ზრუნვის კუთხით. სიტუაციის განვითარების შესაბამისად დროდადრო მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას.”- ნათქვამია ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სტატიები

Facebook