სიახლე 

ფოთში Covid -19-ის პრევენციის ღონისძიებებში მოხალისეები ჩაერთვნენ 23 03 20

ფოთელში მოხალისეები კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებში ჩაერთნენ. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კოორდინირებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედიკოსებთან ერთად, COVID-19- ის პრევენციის ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული მოხალისეები , რომელთა გადამზადებას წითელი ჯვარი ახდენს. 45 მოხალისე, ამ ეტაპზე, ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის 300 ბენეფიციარისთვის საკვების შინ მიტანას, თვითიზოლაციის წესებისა და მთავრობის რეგულაციების დაცვას აკონტროლებს. ასევე მოხალისეები ჩართული არიან სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებთან რიგების მოწესრიგებაში. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ხსნარით ყოველდღე მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი . ფოთში დახურულია ყველა ობიექტი გარდა სურსათის და კვების პროდუქტების მაღაზიებისა და აფთიაქებისა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს…

იხილე მეტი
სიახლე 

პნევმონიის დიაგნოზით ფოთელი ქალბატონი საავადმყოფოში მოათავსეს 23 03 20

ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატაში დღეს ახალგაზრდა ქალი მოათავსეს. მან გრიპის სიმპტომებით ერთ-ერთ კლინიკას მას შემდეგ მიმართა, რაც ბოლნისი და მარნეული საკარანტინო ზონებად გამოცხადდა, რადგანაც რამდენიმე დღის წინ ავტომობილით ბოლნისელ მამაკაცთან ერთად იმგზავრა. თერაპევტ ქრისტინა დანელიას განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი ხვალ საღამოს გახდება ცნობილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს წევრი მამუკა ხორავა მებაჟეებს მიმართავს 23 03 20

ლეიბორისტული პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მამუკა ხორავამ განცხადება გაავრცელა. მისი თქმით არსებულ პირობებში ეკონომიკური მდგომარეობის დარეგულირებაში დიდი როლი მებაჟეებს მიუძღვით. მამუკა ხორავამ მათ გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ სრულდება რეგულაციები ფოთის სუპერმარკეტებში 23 03 20

კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები და შეზღუდვები საცალო ვაჭრობის ქსელსაც შეეხო, თუ რამდენად სრულდება ფოთის სუპერმარკეტებში მთავრობის დადგენილება, ამის გარკვევას დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცადა. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გრძელდება.

იხილე მეტი
Facebook