სიახლე 

ფოთში თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვს 12 მოქალაქე დაემატა 24 03 20

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვს 12 მოქალაქე დაემატა. აქედან ერთი საბერძნეთიდან, 4 მარნეულიდან და დანარჩენები თურქეთიდან არიან ჩამოსულები. მათი ასაკი 24-დან 50 წლამდეა, ხუთი ქალია. საბერძნეთიდან ჩამოსული 40 წლამდე მამაკაცი სტაციონარში გადაიყვანეს,. ჯამში 65 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, ხოლო კარანტინში 7რჩება . _ განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ. ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი ერთი ადამიანის ანალიზები COVID19ის გამოსარიცხად გადაიგზავნა. აღსანიშნავია რომ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდსტურდა, რაც იყო მოსალოდნელი, რადგან გამოკვლევებით და სიმპტომატიკით არ გავდა არანაირ ინფექციურ დაავადებას, სავარაუდოდ, ემოციის ფონზე აუწია სიცხე. ასე რომ ჩვენთან…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება 24 03 20

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების სპეციალური ხსნარით დამუშავება. სპეციალური ხსნარით ინტენსიურად მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ადმინისტრაციულ შენობებში, სკოლებში, სკოლამდელ, სკოლისგარეშე და სპორტულ, სახელოვნებო დაწესებულებებში.სარეკომენდაციო წერილები დაეგზავნა კერძო უწყებებს. მუნიციპალიტეტში მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც დარეკვა მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 24 03 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 25 მარტს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, უმეტესად უნალექოდ. . ჰაერის ტემპერატურა დღისით: +11° +13°; ღამით: +7° +9 26 მარტს მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-12 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +10 +12 ; ღამით: +9° +11 იქნება. 27მარტს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-11 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +16°+18° ; ღამით +9° +11° იქნება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ორგანიზაცია „თანადგომა შეჭირვებულებს“ ქველმოქმედებას ახორციელებს 24 03 20

კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ფოთში სხვადასხვა საქველმოქმედო აქცია იმართება. ორგაბიზაცია “თანადგომა გჭირვებულებს” უკვე რამდენიმე დღეაახორვიელებს საკვები პროდუქტებისა და სხვა აუცილებელი ნივთების შეგროვებას, რომლებიც შემდგომ მათ ბაზაში აღრიცხულ 52 ოჯახზე ნაწილდება. ორგანიზაციის თვმჯდომარე ირმა გვალია მოუწოდებს თანაქალაქელებს აქტიურად ჩაერთონ მსგავს აქციებში

იხილე მეტი
Facebook