სიახლე 

ფოთში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება 24 03 20

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების სპეციალური ხსნარით დამუშავება. სპეციალური ხსნარით ინტენსიურად მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ადმინისტრაციულ შენობებში, სკოლებში, სკოლამდელ, სკოლისგარეშე და სპორტულ, სახელოვნებო დაწესებულებებში.სარეკომენდაციო წერილები დაეგზავნა კერძო უწყებებს. მუნიციპალიტეტში მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც დარეკვა მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

მსგავსი სტატიები

Facebook