სიახლე 

ფოთის პორტმა კორონა ვირუსთან საბრძოლველად 100000 ლარი გადარიცხა 26 03 20

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერატორი კომპანია “ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ საგანგებოდ შექმნილ სპეციალურ პლატფორმაზე – “StopCoV ფონდი“, 100,000 ლარს გადარიცხავს.

 “მიუხედავად კრიზისული ვითარებისა, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ნავსადგურის ოპერირებას, რათა არ შეფერხდეს ტვირთების მომსახურების უმნიშვნელოვანესი ჯაჭვი; განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ასეთი გამოწვევის დროს, ერთგულად და გულმოდგინედ ემსახურებიან ამ საქმეს. ახლა, როგორც არასდროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ბიზნესს, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობით დავეხმაროთ ერთმანეთს და სახელმწიფოს – კორონავირუსის დამარცხებაში. ამ მიზნით, “ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ – კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური, სოლიდარობის ფონდში (“StopCoV ფონდი“) შეიტანს თავის მოკრძალებულ წვლილს 100,000 ლარის ოდენობით, რათა დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას ეფექტურად ებრძოლოს შექმნილ კრიზისს და შეამციროს ვირუსით გამოწვეული საზიანო შედეგები.” – კელდ მოსგაარდ ქრისტენსენი, გენერალური დირექტორი.

ამასთან ერთად, ვირუსის წინააღმდეგ სხვადასხვა გზებით ბრძოლის შეთანხმებული ძალისხმევისა და საერთო მისიის ფარგლებში, “ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ მჭიდროდ თანამშრომლობს “წითელი ჯვრის ასოციაციის“ საქართველოს ოფისთან.

მიღებულია რა უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ზომა, რომელიც შეეხება ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობას, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“, ფოთის საზღვაო ნავსადგური, აგრძელებს შეუფერხებელ საქმიანობას, როგორც ქვეყნისა და სრულიად რეგიონის უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა.

მსგავსი სტატიები

Facebook