სიახლე 

ფოთში თვითიზოლაციაში 61, ხოლო კარანტინში კი 4 პირი იმყოფება 26 03 20

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით დღეის მდგომარეობით თვითიზოლაციის რეჟიმში დამატებით 5 მოქალაქეა აყვანილი, 6-ს კი დაუმთავრდა ვადა. სულ თვითიზოლაციაში 61 პირია, კარანტინში კი 4. დღეს სენაკიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადმოყვანილ იქნა 82 წლის ქალბატონი, რომელსაც მაღალი ტემპერატურ და საერთო სისუსტე აღენიშნება. ის ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული და სინჯები ქუთაისში გადაგზავნილი ანალიზისთვის. ქალბატონი მოსკოვიდან 13 მარტს ჩამოვიდა და თვითიზოლაციაში არ იმყოფებოდა.

მსგავსი სტატიები

Facebook