სიახლე 

ფოთში შეჭირვებულთა დახმარების საქმეში ფირმა „მბმ”-იც ჩაერთო 26 03 20

https://www.youtube.com/watch?v=OeoMUbiDU-Q

ფოთში ახალი კორონა ვირუსის გავრცელების აღმკვეთი ღონისძიებებისა და შესაძლო ფაქტებზე დროული რეაგირების მიზნით,  ფოთის მერია უკვე ერთი თვეა შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს.

ადგილობრივი ხელისუფლება საკვებითა და მედიკამენტებით ეხმარება მარტოხელა მოხუცებს, სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს, მრავალშვილიან და  სახელფასო ანაზღაურების გარეშე დარჩენილ ოჯახებს.

მოსახლეობის დახმარების აქციაში კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ერთვებიან. გუშინ  შპს  „მბმ“-ის ფინანსური მხარდაჭერით სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ.

ინტერვიუ

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მიმდინარე წლის 21 აპრილამდე ფოთში  საგანგებო რეჟიმი მოქმედებს.

მსგავსი სტატიები

Facebook