სიახლე 

”კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია ნინო ბაკურაძე 29 05 20

„კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმარია პროფესიული კოლეჯ „ფაზისის“ დირექტორი ნინო ბაკურაძე, რომელიც სიახლეებზე და სწავლის მსურველთა რეგისტრაციაში ცვლილებებზე გვესაუბრა.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ ატარებს ფოთელი მოსწავლე თავისუფალ დროს 29 05 20

თეკლა კორტავას რომელიც მე-7 კლასის მოსწავლეა. პანდემიის გამო ონლაინ სწავლება სახლის პირობებში უწევს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლებთან ყოველდღიური კონტაქტი აქვს, ონლაინ სწავლებასთან შეჩვევა გაუჭირდა. ის, რომ სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. თეკლას თქმით, ონლაინ სწავლების გამო ბევრი დრო რჩება და მას ბებიასთან ატარებს. პროფესიით ქიმიკოსი ნინო მელქაძე მცენარეების მოყვარულია და ამ სიყვარულმა, მას ხუთსართულიანი კორპუსის სახურავზე მარწყვის მინი პლანტაციაც კი გააშენებინა. იდეა რვა წლის წინ გაუჩნდა და მეზობლის დახმარებით ჩანაფიქრი მალევე განახორციელა. ნინოს თქმით, მარწყვი არამარტო არომატული მცენარეა, არამედ მდიდარია სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერებებით. თეკლა მცენარეების…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა 29 05 20

ხმაური იყო ფოთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე თორნიკე შონია გადააყენეს. სხდომაზე დამსწრე 23 წევრიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ 18 მიიღო, რომელთაგან თორნიკე შონიას გადაყენებას 13-მა დაუჭირა მხარი. ოპოზიციის ხუთმა წარმომადგენელმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგანაც სხდომაზე არ თქმულა მიზეზი, თუ რის გამო აპირებდა უმრავლესობა შონიას გადაყენებას, ოპოზიციონერთა მოსაზრებით თორნიკე შონია იმისათვის დაისაჯა, რომ მან ერთი თვის წინ, საკრებულოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა დააყენა. საკრებულოს თავმჯდომარის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით თორნიკე შონიას კომისიის თავმჯდომარის საქმიანობის განხორციელებაში საკუთარმა ამბიციებმა შეუშალეს ხელი. მისი თქმით, საკრებულოს სამუშაო პროცესის გასაუმჯობესებლად…

იხილე მეტი
სიახლე 

მებოცვრეების ფერმა ფოთში 29 05 20

მებოცვრეობა ფოთში ფართოდ არ არის გავრცელებული, რადგან იგი გარკვეულ რისკებს შეიცავს. მიუხედავად ამისა, დავით ჭუბაბრიამ და გიორგი მიქანაძემ 2 წლის წინ გადაწყვიტეს ბოცვრების მინი ფერმა გაეკეთებინათ. მათი თქმით, ამ საქმეში გამოცდილება არ გააჩნდათ და პირველ პერიოდში ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით იგებდნენ. სწორედ ინტერნეტიდან გადმოწერილი ნახაზების მიხედვით ააგეს პირველი გალია, შემდგომში კი კონსტრუქციაში უკვე თავიანთი შესწორებებიც შეიტანეს. პირველი ბოცვრები ფოთის ბაზარში შეიძინეს და ახლა უკვე 50-ზე მეტი ჰყავთ. ახალგაზრდების თქმით ფოთის პირობებში სუფთა სისხლის ჯიშებზე უფრო ჰიბრიდებმა გაამართლა და მუშაობასაც ამ მიმართულებით აგრძელებენ. მათი განცხადებით აქამდე ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ ბაჭიების რეალიზაციას ახდენდნენ,…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 29 05 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 30 მაისს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +20 ° +22°; ღამით: 16 18 იქნება 31 მაისს ძირითადად მოწმენდილი ცა საღამოს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა შესაძლებელია ხანმოკლე წვიმაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +24 +26 ; ღამით: +18° +20იქნება. 1ივნისს მოსალოდენია ცვალებადი მოღრუბლულობა. \ღამით შესაძლებელია მცირე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +21 +23 ; ღამით: +18° +20იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო 29 05 20

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. ხოლო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურიზმი. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. დღეს ფოთის სერვისების ცენტრის წარმოადგენლებთან ერთად მალთაყვის სანაპირო ზოლისა და ბულვარის დასუფთვების აქციაში აიპ თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა. დასუფთავდა სანაპიროს 500მეტრიანი მონაკვეთი, გაითიბა გაზონები და მიმდებარე ტერიტორია. მერიის წარმომადგენლების განცხადებით მალე მალთაყვის სანაპიროზე ნაკვეთების იჯარაზე ტენდერები გამოცხადდება, მათზე ტურისტული ობიექტების გახსნის მიზნით.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ტირპარკის მძღოლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ 29 05 20

ფოთის ცხელების კლინიკაში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათ შორის 7 თვის გოგონას, რომელსაც რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა. ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ბოქსირებულ პალატებში ამჯერად ორი პაციენტია მოთავსებული. მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში გამოსაკვლევად უკვე გაგზავნილია. ამჯერად კლინიკაში ორი პაციენტი იმყოფება 47 წლის ქალი ლანჩხუთიდან და 11თვის გოგონა ფოთიდან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის , ნანა მხეიძეს განცხადებით ფოთში, სატვირთო ავტომობილების 33 მძღოლს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. გუშინ 189 მძღოლის კვლევის პასუხი გახდა ცნობილი და ყველა უარყოფითი იყო. „ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლები ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე მოწყობილ ტირ-პარკში იმყოფებოდნენ. ,,პისიარ” კვლევის შედეგად მათ…

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სპეც. გამოშვების სტუმარია მაკა ზარანდია 28 05 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი მაკა ზარანდია, რომელიც საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ხვალიდან ფოთში საქალაქო ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს 28 05 20

პრემიერის განცხადებით, 29 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება. “ფოთიქალაქტრანსპორტის” წარმოადგენლების განცხადებით ხვალიდან ხუთივე ავტობუსი ადრე არსებული მარშრუტებით იმოძრავებს, თუმცა შესაძლებელია, გზებზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ზოგ მონაკვეთზე მარშრუტი დროებით შეიცვალოს. ასევე ჩვეულ რეჯიმში იმუშევებ მიკროავტობუსებიც. დღეს სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექცია მიმდინარეობდა. ფოთის მერის განცხადებით ფოთში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი ფუნქციონირებას უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით დაიწყებს. გუშინ ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ ტირპარკში ტრაილერის მძღოლებმა თვითიზოლაციის რეჟიმის მოხსნის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს. თუ რა მდგომარებაა ამჟამად ტირპარკში ამ კითხვით ფოთის მერს მივმართეთ. რაც შეეხება ფოთი-თბილისის სარკინიგზო მომოსვლას ის 8 ივნისიდან ამოქმედდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ამაღლების დღესასწაული აღნიშნეს 28 05 20

აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს.ქრისტიანული სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში „სულიწმიდის მოფენამდე“. აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ზეცად ამაღლდა. თუ როგორ ჩატარდა წირვა ფოთის საკათედრო ტაძარში კორონა ვირუსის პირობებში, იყო თუ არა დაცული სოციალური დისტანცია აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით, მამა ამბროსი ხოშტარია გვესაუბრება.

იხილე მეტი
Facebook