სიახლე 

„სამთავრობო შეღავათები არასაკმარისია“ აცხადებს ფოთელი ბიზნესმენი 19 05 20

კორონავირუსმა და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ბიზნესის წარმომადგენლები. სარესტორნო და სადღესასწაულო-რიტუალური მომსახურების ქსელის დამფუძნებელი ირმა გვალია სახელმწიფოსგან მცირე და საშუალო ბიზნესისთვის   მეტ ყურადღებას და დახმარებას ითხოვს. მისი თქმით გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმებით ხდება ზოგიერთი საქმიანობის დაშვება, სხვების კი გაურკვეველი ვადით ისევ აკრძალვა. ასევე არასაკმარისად მიიჩნევს იმასაც, რომ    სახელმწიფო დასაქმებულებს 300 ლარიან ერთჯერად  დახმარებას   დაჰპირდა. ირმა გვალია ამავე დროს აგრძელებს  შეჭირვებულთათვის დახმარების შეგროვებასა და დარიგების პროცესს, თუმცა აქციაში ჩართვის მსურველთა რაოდენობის შემცირებაზეც საუბრობს და ამას მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ მარაგების ამოწურვით და მომავლის გაურკვევლობის შიშით ხსნის

მსგავსი სტატიები

Facebook