სიახლე 

ფოთის საკრებულომ ინფრასტრუქტურული ობიექტების შემოწმება დაიწყო 20 05 20

მაისის ბოლოს, ფოთის საკრებულოს გეგმიურ სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და ტრანსპორტის სამსახურის ანგარიში განიხილება. ამასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, დღეს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი დაიწყო, საკრებულოს წევრებმა ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალისა და საცურაო აუზის მშენებლობა მოინახულეს მათ მშენებლობის ხელმძღვანელებისგან მოისმინეს ინფორმაცია პროექტების ვადებზე და ხარისხზე. აღსანიშანვია რომ ყველა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტზე მეტწილად დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, პროცესი გაგრძელდება და მასშტაბურ პროექტებთან ერთად მეტი ყურადღება ქალაქის ლოკალურ პრობლემებსაც დაეთმობა

მსგავსი სტატიები

Facebook