სიახლე 

„კურსორის„ სპეც.გამოშვების სტუმარია ელგუჯა ქარაია 22 05 20

კურსორის სპეციალური გამოშვების მეორე სტუმარია ფოთის თეატრის მსახიობი და საბავშვო თეატრალური სტუდია ,,არგო“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი ელგუჯა ქარაია, რომელიც თეატრალურ სამყაროში კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეულ პრობლემებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია 22 05 20

კურსორის სპეციალურ გამოშვების პირველი სტუმარია ფოთის მერი გოჩა კურდღელია, რომელიც კომენდანტის საათის მოხსნასა და შეზღუდვების შემსუბუქებაზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ანაკლია განმუხურის საკარანტინე სივრცეში 70 ადამიანი იმყოფება 22 05 20

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 70 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 228 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია 920 მოქალაქეს მოეხსნა. გუშინ, ზუგდიდის ინფექციურში გამოკვლეული 101 ნიმუშიდან ყველა უარყოფითია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება. რეგიონის მასშტაბით საკომენდანტო საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა 1 პირი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სტომატოლოგიური კლინიკები გაიხსნა 22 05 20

დღეიდან სტომატოლოგიურმა კლინიკებმა მუშაობა განაახლეს. რა გავლენა მოახდინა კორონა ვირუსმა სტომატოლოგიურ კლინიკებზე, რა პრობლემები შექმნა, რამდენად მზად შეხვდნენ ფოთელი სტომატოლოგები დაწესებულ რეგულაციებს და რამდენად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. ამ საკითხით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა. ასევე უახლოეს დღეებში მუშაობის განახლებას აპიებს კლინიკა სმაილ პლიუსში, რომლის წარმომადგენლის განცხადებით ისინი ტექნიკურად მზად არიან, შესაბამისი დოკუმენტაციაც გაგზავნილი აქვთ და ნებართვას ორშაბათისთვის ელოდებიან შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას ითვალისწინებს სტომატოლოგიური კლინიკებისთვის დაწესებული აკრძალვების მოხსნა მე-4 ეტაპზე განხორციელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

სოციალურად დაუცველი გერმანე კაკაჩია დახმარებას ითხოვს 22 05 20

ფოთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 80 წლის პენსიონერი გერმანე კაკაჩია დახმარებას ითხოვს. ის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს სახლში, რომელიც კეთილმა ადამიანებმა დროებით დაუთმეს. მისი შემოსავლის წყარო პენსია და სოციალური დახმარებაა, რომელიც 60 ლარს შეადგენს. როგორც თვითონ აღნიშნავს, თანხა მედიკამენტებზეც კი არ ყოფნის. აღსნიშნავია, რომ გერმანე კაკაჩია უპოვართა სასადილოს ბენეფიციარია. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ გერმანე კაკაჩიას პრობლემა მათთვის ცნობილია, კორონა ვირუსის დროს მათ სასურსათო დახმარება 2-ჯერ გადაეცათ. რაც შეეხება საცხოვრებელი ფართით და მედიკამენტებით დახმარებას, ამისთვის საჭიროა მერიას შესაბამისი განცხადებით მიმართონ. გერმანე კაკაჩიას განცხადებით მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და სამკურანლოდ საჭირო მედიკამენტები არ გააჩნია.

იხილე მეტი
Facebook