სიახლე 

სოციალურად დაუცველი გერმანე კაკაჩია დახმარებას ითხოვს 22 05 20

ფოთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 80 წლის პენსიონერი გერმანე კაკაჩია დახმარებას ითხოვს. ის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს სახლში, რომელიც კეთილმა ადამიანებმა დროებით დაუთმეს. მისი შემოსავლის წყარო პენსია და სოციალური დახმარებაა, რომელიც 60 ლარს შეადგენს. როგორც თვითონ აღნიშნავს, თანხა მედიკამენტებზეც კი არ ყოფნის. აღსნიშნავია, რომ გერმანე კაკაჩია უპოვართა სასადილოს ბენეფიციარია. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ გერმანე კაკაჩიას პრობლემა მათთვის ცნობილია, კორონა ვირუსის დროს მათ სასურსათო დახმარება 2-ჯერ გადაეცათ. რაც შეეხება საცხოვრებელი ფართით და მედიკამენტებით დახმარებას, ამისთვის საჭიროა მერიას შესაბამისი განცხადებით მიმართონ. გერმანე კაკაჩიას განცხადებით მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და სამკურანლოდ საჭირო მედიკამენტები არ გააჩნია.

მსგავსი სტატიები

Facebook