სიახლე 

ფოთში სტომატოლოგიური კლინიკები გაიხსნა 22 05 20

დღეიდან სტომატოლოგიურმა კლინიკებმა მუშაობა განაახლეს. რა გავლენა მოახდინა კორონა ვირუსმა სტომატოლოგიურ კლინიკებზე, რა პრობლემები შექმნა, რამდენად მზად შეხვდნენ ფოთელი სტომატოლოგები დაწესებულ რეგულაციებს და რამდენად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. ამ საკითხით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა. ასევე უახლოეს დღეებში მუშაობის განახლებას აპიებს კლინიკა სმაილ პლიუსში, რომლის წარმომადგენლის განცხადებით ისინი ტექნიკურად მზად არიან, შესაბამისი დოკუმენტაციაც გაგზავნილი აქვთ და ნებართვას ორშაბათისთვის ელოდებიან

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას ითვალისწინებს სტომატოლოგიური კლინიკებისთვის დაწესებული აკრძალვების მოხსნა მე-4 ეტაპზე განხორციელდა.

მსგავსი სტატიები

Facebook