სიახლე 

მოქალაქე ფოთის პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს 21 07 20

სოფელ ჭალადიდში მცხოვრები 23 წლის თაზო გრატიაშვილი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა მამაკაცის თქმით ის ფოთის პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გააჩერა სრულიად უმიზეზოდ და ძალის გამოყენებით ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს,სადაც მან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით 7 დღე დაჰყო .ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს,რომ მასზე შანტაჟი და მუქარა დღემდე ხორციელდება. ის საქმეში ფიგურანტი პოლიციელების თანამდებობიდან ჩამოშორებას მოითხოვს და დასძენს,რომ სიმართლიანობის აღსადგენას ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. ჩვენი ჯგუფი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიციელთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.

მსგავსი სტატიები