სიახლე 

ფოთის თეატრი ახალი სპექტაკლისთვის ემზადება 22 01 20

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი განაგრძობს აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას და მორიგ საჩუქარს უმზადებს პატარა მაყურებელს; 2020 წლის 21 იანვრიდან წარმოებაში ჩაეშვა ალექსანდრე პუშკინის ყველასათვის კარგად ნაცნობი ნაწარმოები ,,ოქროს თევზის ზღაპარი“ (,,მებადურისა და ოქროს თევზის” მიხედვით). სპექტაკლის გამოშვების სავარაუდო თარიღია 2020 წლის 15 თებერვალი. პატარა მაყურებელს კიდევ ერთი ჯადოსნური და გასაოცარი მოგზაურობა ელოდება ფოთის თეატრის სცენაზე; დამდგმელი რეჟისორი – თამაზ ბოლქვაძე. აღსანიშნავია რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი აცხადებს მიღებას ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზე ფოთის თეატრის მიზნობრივი ჯგუფისათვის. ფოთის თეატრი კონსულტაციებს გაუწევს მიზნობრივი ჯგუფის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხანა აშენდება 22 01 20

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ქარხანა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე შენდება, სადაც ქართული და უცხოური ნედლეულის- ალუმინისა და თუთიის ზოდებისგან სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების კომპონენტები ჩამოისხმევა, რომლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, ჩინეთში, აშშ-სა და მექსიკაში განხორციელდება. პროექტის მიხედვით, წარმოების პირველ წელს დაგეგმილია 5 მილიონამდე ღირებულების კომპონენტების ექსპორტი, რომლის მოცულობა ყოველწლიურად გაიზრდება. პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმდება 60-მდე ადგილობრივი მუშახელი, რომელთა რაოდენობა 2021 წლისთვის 100 თანამშრომლამდე გაიზრდება. წინასწარი ინფორმაციით, ქარხანაში დასაქმებული მუშები სპეციალურ გადამზადებას ჩინეთში, ანალოგიური ტიპის ქარხანაში გაივლიან.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 22 01 20

გამარჯობა, ეთერშია „სტუდია ვაშინგტონი“, ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი. ვაშინგტონიდან, ქართლოს შარაშენიძე მუშაობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, დღეს ეგრეთ წოდებული „ჩინური ვირუსის“ შესახებ იმსჯელებენ. კორონას სახელით ცნობილმა ახალმა ვირუსმა უკვე იმსხვერპლა ოთხი ადამიანი. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია შიშობს, რომ ვირუსი შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს, რადგან ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამ დღეში, დაინფიცირების 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მომაკვდინებელი, თითქმის უცნობი ვირუსისისგან მომავალი საფრთხეების ზრდასთან ერთად, უსაფრთხოების ზომები მკაცრდება მსოფლიოს საერთაშორისო აეროპორტებში. მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში და სამხრეთ კორეაში. ჩინელმა მედიკოსებმა, რამდენიმე დღის წინ დაადასტურეს, რომ ვირუსს ადამიანიდან ადამიანზე…

იხილე მეტი
სიახლე 

ვაკანსია კომპანია „აჭარა ტექსტილში” (R) 22 01 20

კომპანია „აჭარა ტექსტილე“ აცხადებს ვაკანსიას სხვადასხვა პოზიციებზე ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში მდებარე სამკერვალო ფაბრიკებში. დასაქმებულები ისარგებლებენ უფასო სატრანსპორტო მომსახურებით , კვებით, მზარდი ხელფასით, სხვადასხვა სახის დანამატითა და უსაფრთხო გარემოთი. კომპანია მსურველებს ასევე სთავაზობს კერვის შემსწავლელ ანაზღაურებად კურსებს, რომლის დასრულებისთანავე გექნებათ დასაქმების გარანტია. მისამართი: ბათუმი, თამარის დასახლება, ტბეთის 3 (577 33 64 66; 577 33 41 26) ქობულეთი, სოფელი ბობოყვათი (577 33 37 61) ფოთი, მოწერელიას 31 (577 33 58 63)

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს დარბაზში პროექტის გზა ჯანსაღი მომავლისკენ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა 21 01 21

დღეს საკრებულოს დარბაზში, ქალთა მხარდაჭერის მობილიზატორისა და მოდერატორის ია გორგოტაძის შეხვედრა პროექტის ,, გზა ჯანსაღი მომავლისკენ“ ფარგლებში გაიმართა. ,,ქალთა კლუბის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან პროექტის ფარგლებში ისაუბრეს ,,ნარკომანია“, ,,ლუდომანია“ და ,,ალკოჰოლიზმის“ თემებზე. ნებისმიერ აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებას ,,ლუდომანია“ ეწოდება. თუმცა, ვიდრე ლუდომანად ჩამოყალიბდება ადამიანი, მანამდე გარკვეულ ეტაპებს გადის. თითოეული ეტაპი ბუნებრივია, საზიანოა. ხშირია შემთხვევა, როცა თამაშზე დამოკიდებული ადამიანი ისეთ დეგრადაციამდეა მისული, რომ თამაშის გარეშე გულის იშემია ემართება. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, აზარტული თამაშების მიმართ მიდრეკილება გენეტიკიდან მოდის. ანუ, ამ საკითხში გენეტიკური ფაქტორიც დიდ როლს თამაშობს. ტოტალიზატორებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებს,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 2020 – წლის პირველი რიგგარეშე სხდომა გაიმართა 20 01 20

ფოთში საკრებულოს დარბაზში 2020 წლის 1-ლი რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკანალიზაციო პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების განხილვას ხმაური მოჰყვა. ერთმანეთს საკრებულოს წევრები: დარეჯან ცხვიტარია და სამსონ კუტალია დაუპირისპირდნენ. სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილეს პეტიცია, რომელიც მიუსაფარი ძაღლების პრობლემის აღმოფხვრას ეხება. პეტიციის თანახმად, მოსახლეობა დაფინანსების გაზრდას ითხოვს, რომ ძაღლების სტერილიზაცია, კასტრაქცია უფასო იყოს. რასაც საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია ფოთის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ნონა სილაგავა 20 01 20

„კურსორის“ სტუმარია ფოთის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ნონა სილაგავა.

იხილე მეტი
სიახლე 

ზურაბ ტიბუა საქართველოს კრივის ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის თავმჯდომარედ აირჩიეს 20 01 20

ჩვენი თანაქალქელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, საერთაშორისო ინსტრუქტორი, პეკინის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ზურაბ ტიბუა, საქართველოს კრივის ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. ზურაბ ტიბუა 2008 წელს მონაწილეობდა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯი, რომელმაც იმსაჯა ფინალური ორთაბრძოლა. მონაწილეობდა ევროპის, მსოფლიოს და სხვადასხვა ჩემპიონატებში. 2015 წლიდან არჩეულია მსოფლიოს საერთაშორისო ინსტრუქტორად, რომელიც სამსაჯო სემინარებს ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

იხილე მეტი
სიახლე 

ნუგზარ ლაითაძე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას უჩივის 17 01 20

დიდიას ქუჩაზე მცხოვრები ნუგზარ ლაითაძე “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას” უჩივის და აცხადებს, რომ მისი სახლის გვერდით მდებარე სატუმბი სადგურის ტერიტორიიდან წყალარინების სისტემის მოუწესრიგებლობის გამო მისი ეზო და სარდაფი იტბორება, გრუნტი ჯდომას განიცდის , რის გამოც საცხოვრებელ სახლს ბზარებიც კი გაუჩნდა. ნუგზარ ლაითაძე ასევე ითხოვს რომ სატუმბის შენობაში, მისი ეზოსკენ მომართული ვინტილატორის ნაცვლად გამწოვი მილი დააყენონ, რადგან საგდურის მუშაობისას აუტანელი სუნი დგება. წყალკნალში კი განაცხადეს რომ ადგილზე მივა ჯგუფი და პრობლემის მოგვარებას შეეცდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა მოსახლეობამ საახალწლო ღონისძიებები და ახალი ილუმინაციები შეაფასა 17 01 20

ფოთში საახალწლო ღონისძიებები დასრულდა. მიმდინარეობს მთავარი ნაძვის ხის დემონტაჟი. მოეწონათ თუ არა საახალწლო ილუმინაციები და სხვადასხვა ღონისძიებები ფოთელებს, ამ საკითხით ჩვენი ჯგუფი დაინტერესდა.

იხილე მეტი
Facebook