სიახლე 

ფოთის პორტმა გაფართოების პირველი საფეხურის ნებართვა მიიღო 27 03 20

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ნავსადგურის გაფართოების ნებართვის პირველი საფეხურის – მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო. სრულად გთავაზობთ ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალური დირექტორის კელდ მოსგაარდ ქრისტენსენის განცხადებას: „ გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან პირველი საფეხურის, მიწათსარგებლობის ნებართვის დროულად მიღებასთან დაკავშირებით. ეროვნულ და საერთაშირისო დონეზე არსებული კრიზისის ფონზე, ძალზედ დადებითი და იმედისმომცემი ფაქტია, რომ მთავრობა შეუქცევადად უჭერს მხარს ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოებას და მის როლს ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკების განვითარებაში. თუმცა, ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია. მისი შემდეგი (მეორე) საფეხურია პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესწავლა და პროექტის დეტალური დოკუმენტაციის შემუშავება, რაც ასევე…

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი ფოთის სკოლებში 27 03 20

კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტლებით, სასწავლო პროცესი 21 აპრილამდეა შეჩერებული. იმისათვის, რომ ეს პერიოდი მოსწავლეების მიერ გონივრულად იქნეს გამოყენებული , განათლების სამინისტრომ, თავისი გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში, სკოლებს შესთავაზა დისტანციური სწავლების ხელშეწყობისათვის სხვადასხვა ალტერნატიული ფორმა, რომლის ტექნიკურ დახმარებასაც  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს . სამინისტრომ ასევე მიიღო    გადაწყვეტილება, რომ   ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ვადა  გაახანგრძლივდეს 30 აპრილის 18:00 საათამდე

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თვითიზოლაციაში 61, ხოლო კარანტინში კი 4 პირი იმყოფება 26 03 20

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით დღეის მდგომარეობით თვითიზოლაციის რეჟიმში დამატებით 5 მოქალაქეა აყვანილი, 6-ს კი დაუმთავრდა ვადა. სულ თვითიზოლაციაში 61 პირია, კარანტინში კი 4. დღეს სენაკიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადმოყვანილ იქნა 82 წლის ქალბატონი, რომელსაც მაღალი ტემპერატურ და საერთო სისუსტე აღენიშნება. ის ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული და სინჯები ქუთაისში გადაგზავნილი ანალიზისთვის. ქალბატონი მოსკოვიდან 13 მარტს ჩამოვიდა და თვითიზოლაციაში არ იმყოფებოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებზე პროდუქტების გაცემა დაიწყო 26 03 20

ფოთში საბავშვო ბაღების ყველა აღსაზრდელისთვის განკუთვნილი სასურსათო ამანათების გაცემა დაიწყო. მშობლები სასურსათო პროდუქტის გატანას მათივე შვილების ბაღებიდან ახორცილებენ. აღნიშნულ პროცესს ადგილობრივი და სამხარეოს ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სასურსათო ამანათები სულ 1904 ბავშვისთვის მომზადდა. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების, ხელმძღვანელის მაკა ზარანდიას თქმით, პროდუქტების გაცემისას დაცულია კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული ყველა ზომა. აღსანიშნავია რომ, ყველა საბავშვო ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები განმეორებითაც განხორციელდა .

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის პორტმა კორონა ვირუსთან საბრძოლველად 100000 ლარი გადარიცხა 26 03 20

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერატორი კომპანია “ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ საგანგებოდ შექმნილ სპეციალურ პლატფორმაზე – “StopCoV ფონდი“, 100,000 ლარს გადარიცხავს.  “მიუხედავად კრიზისული ვითარებისა, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ნავსადგურის ოპერირებას, რათა არ შეფერხდეს ტვირთების მომსახურების უმნიშვნელოვანესი ჯაჭვი; განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ასეთი გამოწვევის დროს, ერთგულად და გულმოდგინედ ემსახურებიან ამ საქმეს. ახლა, როგორც არასდროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ბიზნესს, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობით დავეხმაროთ ერთმანეთს და სახელმწიფოს – კორონავირუსის დამარცხებაში. ამ მიზნით, “ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ – კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური, სოლიდარობის ფონდში (“StopCoV ფონდი“) შეიტანს თავის მოკრძალებულ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდ „ქველმოქმედი 2015“- მა თანადგომის სახლს პროდუქტები გადასცა 26 03 20

ფოთში,  „ფონდი ქველმოქმედი 2015“-ის ორგანიზატორობით  „თანადგომის სახლში“ საქველმოქმედო აქცია გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა საკვები პროდუქტებით მოამარაგეს „თანადგომის სახლი“, სადაც საკვები 300-ზე მეტი ბენეფიციალისთვის მზადდება.  „თანადგომის სახლი“-ს ადმინისტრაცია მადლობას უხდის აფთიაქ „იბერი“-ს მენეჯერ შორენა ხაბურზანიას და ინდ. მეწარმეებს ინგა ბოკერიას და გოჩა ხუბულავას გაწეული დახმარებისთვის, და მოუწოდებს ფოთელებს აქტიურად ჩაერთონ შეჭირვებულების დახმარების საქმეში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში შეჭირვებულთა დახმარების საქმეში ფირმა „მბმ”-იც ჩაერთო 26 03 20

ფოთში ახალი კორონა ვირუსის გავრცელების აღმკვეთი ღონისძიებებისა და შესაძლო ფაქტებზე დროული რეაგირების მიზნით,  ფოთის მერია უკვე ერთი თვეა შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს. ადგილობრივი ხელისუფლება საკვებითა და მედიკამენტებით ეხმარება მარტოხელა მოხუცებს, სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს, მრავალშვილიან და  სახელფასო ანაზღაურების გარეშე დარჩენილ ოჯახებს. მოსახლეობის დახმარების აქციაში კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ერთვებიან. გუშინ  შპს  „მბმ“-ის ფინანსური მხარდაჭერით სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ. ინტერვიუ საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მიმდინარე წლის 21 აპრილამდე ფოთში  საგანგებო რეჟიმი მოქმედებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საგანგებო რეჟიმის მოთხოვნების დაცვაში მოხალისეები არიან ჩართული 25 03 20

ფოთის მერიის კოორდინებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედიკოსებთან ერთად, COVID-19- ის პრევენციის ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული მოხალისეები , რომელთა გადამზადებას წითელი ჯვარი ახდენს. 45 მოხალისე, ამ ეტაპზე, ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის 300 ბენეფიციარისთვის საკვების შინ მიტანას, თვითიზოლაციის წესებისა და მთავრობის რეგულაციების დაცვას აკონტროლებს. მოხალისეები ასევე ჩართული არიან სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებთან რიგების მოწესრიგებაში. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ხსნარით ყოველდღე მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი . ფოთში დახურულია ყველა ობიექტი გარდა სურსათის და კვების პროდუქტების მაღაზიებისა და აფთიაქების. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს მარტოხელა ხანდაზმული და შეჭირვებული მოქალაქეების აღრიცხვას, რათა მოხდეს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვს 12 მოქალაქე დაემატა 24 03 20

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვს 12 მოქალაქე დაემატა. აქედან ერთი საბერძნეთიდან, 4 მარნეულიდან და დანარჩენები თურქეთიდან არიან ჩამოსულები. მათი ასაკი 24-დან 50 წლამდეა, ხუთი ქალია. საბერძნეთიდან ჩამოსული 40 წლამდე მამაკაცი სტაციონარში გადაიყვანეს,. ჯამში 65 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, ხოლო კარანტინში 7რჩება . _ განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ. ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი ერთი ადამიანის ანალიზები COVID19ის გამოსარიცხად გადაიგზავნა. აღსანიშნავია რომ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდსტურდა, რაც იყო მოსალოდნელი, რადგან გამოკვლევებით და სიმპტომატიკით არ გავდა არანაირ ინფექციურ დაავადებას, სავარაუდოდ, ემოციის ფონზე აუწია სიცხე. ასე რომ ჩვენთან…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება 24 03 20

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების სპეციალური ხსნარით დამუშავება. სპეციალური ხსნარით ინტენსიურად მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ადმინისტრაციულ შენობებში, სკოლებში, სკოლამდელ, სკოლისგარეშე და სპორტულ, სახელოვნებო დაწესებულებებში.სარეკომენდაციო წერილები დაეგზავნა კერძო უწყებებს. მუნიციპალიტეტში მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც დარეკვა მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

იხილე მეტი
Facebook