სიახლე 

“კურსორის” სტუმარია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია. 3 10 19

“კურსორის” სტუმარია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში პოეზიის ფესტივალი “პონტოს ბრამეა” ჩატარდა 01 10 19

ფოთში პოეზიის ფესტივალი ,,პონტოს ბრამეა” და ტურნირი თევზჭერაში – ,,ოქროს ლოქო- 2019″ საქართველოს მწერალთა კავშირის ფოთის განყოფილების ორგანიზებით ტელეკომპანია მე-9 ტალღის და ფონდი ,,ქველმოქმედი -2015“ მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდნენ მთელი საქართველოდან ჩამოსული მწერლები და პოეტები საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, — პოეტი ლაშა გვასალია ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიით, ხოლო მწერალი ჭაბუკი ქოიავა ნიკო ლორთქიფანიძის პრემიით დააჯილდოვა. ფესტივალის პარალელურად რიონის ხიდზე ტარდებოდა ტურნირი ,,ოქროს ლოქოს მოსაპოვებლად. რომელშიც 20-მდე მეთევზე მონაწილეობდა. მთავარი პრიზი მხატვარმა ბორის პაპასქუამ დაამზადა. საღამოზე ლექსების გარდა შესრულდა მუსიკალურ და ქორეოგრაფიული ნომრები. საღამოს საორგანიზაციო საკითხებში ჩართული იყო მე-8 საჯრო სკოლის…

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო 03 10 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის საზეიმო გახსნისა და 2019 წლის კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე საპატიო სტუმრები იტალიიიდან და გერმანიიდან მონაწილეობდნენ. როგორც ახალი საქართვერლოს უნოვერსიტეტში აღნიშნეს, მთელი წლის მანძილზე დაგეგმილია სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებები.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს წევრი მამუკა ხორავა განცხადებას ავრცელებს 03 10 19

საკრებულოს ფრაქცია ,,ფოთის“ თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ხორავამ სხდომაზე გამოთქვა გულისტიკივილი ქალაქში ყოფილი საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე არსებული “არგოს” შენობის დანგრევის, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მდგარი ისტორიული თბომავლის გადატანის, ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე არსებული განათების ანძების ასევე ორი ხელოვნური ელექტრო პალმის გასხვისების თაობაზე. მამუკა ხორავას განცხადებით ის აღნიშნულ საკითხს კვლავ დაუბრუნდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი პენსიონერების ბრიფინგი 02 10 19

პენსიონერთა კავშირი „ბერბერა“ ფოთში 2013 წლიდან ფუქნციონირებს. მათი თავშეყრის ადგილი კუნძულის უბნის სანაპიროზე, ე.წ. ჭადრებთანაა. წლების განმავლობაში ისინი ზამთარ-ზაფხულ იკრიბებიან, მსჯელობენ ქალაქის პრობლემებზე, თამაშობენ ჭადრაკს, ვარჯიშობენ, უმრავლესობა ზამთარშიც კი ზღვაში ბანაობს. გუშინ, პენსიონერთა კავშირის წევრებმა სახელდახელოდ გამართულ ბრიფინგზე, გულისწყრომა გამოხატეს იმ ფაქტის გამო, რომ მათთვის განკუთვნილი ფართის მშენებლობის ვადებმა მომავალი წლისთვის გადაიწია , მათივე განცხადებით სანაპიროზე მიმდინარე ბულვარის მოწყობის სამუშაოები არასწორდაა დაგეგმილი და ორი წლის წინ დაყენებული განათების სისტემის შეცვლაც მიმდინარეობს, რასაც ისინი ორმაგ ხარჯად თვლიან და აცხადებენ, რომ ამ განათებების გამოცვლის „ზედმეტი“ ხარჯი მათ შენობას სრულად ააშენებდა კიდეც. კავშირის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდი “თანადგომა შეჭირვებულებს” საქველმოქმედო აქციას აგრძელებს 02 10 19

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფონდმა – „თანადგომა შეჭირვებულებს“, საქველმოქმედო აქცია გააგრძელა. ფონდის წარმომადგენლები, მალთაყვაში, ე.წ. „გეოლოგების სასტუმროში“ მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ასაკოვან ადამიანებს ესტუმრნენ და თავიანთი სახსრებით შეძენილი საკვები პროდუქტები გადასცეს. ფონდის ხელმძღვანელი თითოეულ მათგანს პირადად შეხვდა, საჩუქრები გადასცა და მათი პრობლემები მოისმინა. ირმა გვალია აცხადებს, რომ მათ ხშირად სტუმრობს,რათა მცირედით გააუმჯობესოს ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობა. „გეოლოგების სასტუმროში“ მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი პირობები გაუსაძლისია. მათივე თქმით, საცხოვრებელი სახლის ჭერი ავარიულ მდგომარეობაშია და წვიმიან ამინდში, ოთახებშიც ისევე წვიმს როგორც გარეთ. ისინი შესაბამის სამსახურებს დახმარებას სთხოვენ. ფონდის ხელმძღვანელმა, ირმა გვალიამ განაცხადა, რომ…

იხილე მეტი
სიახლე 

“კურსორის” სტუმრები “ფოთის ახალგაზრდული იდეის” შესახებ საუბრობენ 2 10 19

კურსორის სტუმრები არიან, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი შალვა სარდალიშვილი და მერის თანაშემწე ინფრასტრუქტურის საკითხებში, ნინო გვასალია. მათ პროექტზე “ახალგაზრდების იდეა ფოთს” ისაუბრეს.

იხილე მეტი
სიახლე 

“ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ „InPort STEM ის“ მე 3 ეტაპი დასრულდა 1 10 19

დღეს, “ეიპიემ ტერმინალს ფოთში” პროფესიული განვითარების პროგრამა „ინპორტ სტრიმის“ მესამე ნაკადის, სამთვიანი პრაქტიკული სწავლების კურსი დასრულდა. ერთკვირიანი თეორიული სწავლების და კომპანიის გაცნობის შემდეგ, ახალგაზრდა მონაწილეებმა პრაქტიკული სტაჟირება, თავიანთი პროფილიდან გამომდინარე, შესაბამის დეპარტამენტებში გაიარეს. მათ, ასევე შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ფოთის საზღვაო ნავსადგური, ქალთა გაძლიერების პრინციპების განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული. ამ ხრივ კი, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, როგორც მონაწილე მამაკაცებს, ასევე გოგონებს, ისეთი პროფესიული განვითარების შესაძლებლობა შესთვაზეს, როგორიც არის ამწის ოპერატორი, ელექტრიკოსი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა “ინპორტი”, ფოთის პორტში პირველად 2017 წელს დაიწყო, მასში…

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდის “თანადგომა შეჭირვებულებს“ და პირველი სკოლის ერთობლივი აქცია 01 10 19

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ფონდის – „თანადგომა შეჭირვებულებს“ ოფისთან პირველი სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები შეიკრიბნენ. მათ, ფონდის თავმჯდომარე ირმა გვალიასთან ერთად შეჭირვებულ მოხუცთა დასახმარებლი აქცია გამართეს. შეგროვებული პროდუქტები და ტკბილეული მალთაყვაში ახალ რაიონში მცხოვრებ ხანდაზმულ ადამიანებს გადაეცათ. მასწავლებელთა განცხადებით ამ აქციის მიზანი ახალგაზრდების მხრიდან უფროსთა მიმართ პატივისცემის და თანადგომის წახალისებაა. აქციის მონაწილეებმა, შემდგომ ნაბადაში, სააკაძის ქუჩზე მცხოვრები 12 შვილიანი ოჯახი მოინახულეს და სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი, პროდუქტები და ტკბილეული მიუტანეს. მრავალშვილიანი ოჯახის დედა აცხადებს, რომ მოახლოებულ ზამთარს შიშით უყურებს, რადგან სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, ამიტომ შესაბამის სამსახურებს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება 01 10 19

დღეს, ფოთში „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისა და სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. პროექტის ღირებულება 120 მლნ. აშშ დოლარია. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, ეს არის კორპორაციის მიერ, მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა 25 ჰა მიწის ფართობზე განთავსდება, მშენებლობის ფარგლებში აკვატორია 13 მეტრამდე დაღრმავდება და შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე…

იხილე მეტი
Facebook