სიახლე 

ფოთში საკრებულოს 23-ე რიგგარეშე სხდომა გაიმართა 06 11 19

საკრებულოს 23-ე რიგგარეშე სხდომაზე, ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ერთი ერთეული ხის გადასატანი კონსტრუქციის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემაზე, მერიისთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით, დეპუტეტებმა უარი განაცხადეს. მათ კენჭისყრაზე საკითხისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ერთხმად დააფიქსირეს. დღევანდელ საკრებულოს სხდომას 15 დეპუტატი ესწრებოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ლეიბორისტი მამუკა ხორავა განცხადებას ავრცელებს 05 11 2019

ფოთის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან მამუკა ხორავა განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით სანამ არ მოხდება საკრებულოს სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება, მანამ ტელევიზიის საშუალებით, განცხადებების გავრცელებით ეცდება პარტიის ინიციატივების შესახებ აცნობოს ფოთის მოსახლეობას

იხილე მეტი
სიახლე 

„ახალგაზრდების იდეა ფოთს“ ხმის მიცემა გრძელდება 05 11 19б

პროექტის „ახალგაზრდების იდეა ფოთს ფარგლებში ვაგრძელებთ მონაწილეების და იდეების გაცნობას. დღეს წარმოგიდგენთ ნიკა მეგრელიშვილის იდეას წყლის სოკოების შესახებ რომელიც მოიცავს ხალხმრავალ ადგილებში, სხვადასხვა ლოკაციაზე წყლის სოკოების განლაგებას, რომელიც განკუთვნილია ყველა ასაკის ადამიანებისთვის და შინაური ცხოველებისთვის. შეგახსენებთ რომ პროექტების წარდგენა უკვე დასრულებულია და ამჟამად ონლაინ ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. ხმის მიცემა შეუძლიათ ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს 16 წლის ასაკიდან. გამარჯვებულ პროექტებს ხალხი გამოავლენს და ფოთის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბ „ნანა“-ს მორიგი წარმატება 05 11 19

დასავლეთ ზონის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის მე-7 ტურში, ფოთის საჭადრაკო კლუბმა “ნანა”-მ ორივე მატჩი მშრალი ანგარიშით 8 : 0 მოუგო ამბროლაურის საჭადრაკო კლუბს და კიდევ უფრო განიმტკიცა მდგომარეობა ლიდერთა შორის. ფოთის საჭადრაკო კლუბმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა : გოჩა ჩაჩუა, გიორგი გამზარდია, ელენე წოწონავა, აკაკი ყალიჩავა, თეიმურაზ კვიკვინია, კახაბერ კიზირია, ანა სანიკიძე, გიორგი კვარაცხელია, ლუკა წურწუმია, ალექსანდრე გარუჩავა და გაგა გვასალია.

იხილე მეტი
სიახლე 

„ახალგაზრდების იდეა ფოთს“ ხმის მიცემა გრძელდება 01 11 19

პროექტი „ახალგაზრდების იდეა ფოთს“ არის ფოთის მერიის ინიციატივა და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროექტის ფარგლებში 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ ინიციატივები ონლაინ პლატფორმის საშუალებით წარადგინონ . პროექტების წარდგენა უკვე დასრულებულია და ამჟამად ონლაინ ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. დღეს წარმოგიდგენთ ფოთელი ახალგაზრდების ორ ინიციატივას, ერთი მეორე სკოლის სტადიონის რეაბილიტაციას გულისხმობს, რომელიც ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია და ბავშვებისთვის ხიფათსაც კი წარმოადგენს. მეორე პროექტი კი ქალაქში საინფორმაციო სტენდების განთავსებას ეხება, რაც ავტორთა განცხადებით ქალაქს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. ხმის მიცემა შეუძლიათ ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს 16 წლის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი პოლიტიკოსები საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ 1 11 19

ფოთელი პოლიტიკოსები საქართველოს საპატრიარქოს გარშემო შექმნილ ვითარებას აფასებენ. ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, ქართული ოცნების ფოთის ორგანიზაციაში კი კომენტარისგან თავი შეიკავეს. შეგახსენებთ, რომ სინოდი კრებაზე ჭყონდიდის ეპისკოპოსი მეუფე პეტრე მღვდელთმთავრობიდან გადააყენეს, რასაც მისი მწვავე განცხადებები მოჰყვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 01 11 19

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 2 ნოემბერს მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის თემპერატურა ღამით +6 გრადუსი იქნება , ხოლო დღისით 14 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. 3 ნოემბერს კი ჰაერის ტემპერატურა დღისით: +16 °; ხოლო ღამით: +9°

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საჭადრაკო ფესტივალი “შემოდგომა 2019” დასრულდა

საჭადრაკო კლუბ ,,ნანას“ სატურნირო  დარბაზში  დასრულდა  საჭადრაკო  ფესტივალი ,, ,,შემოდგომა-2019“ რომლის მიზანი პერსპექტიულ  მოჭადრაკეთა გამოვლენა და  ჭადრაკის პოპულარიზაციაა. ტურნირი 7ტურად  შვეიცარული  სისტემით  ჩატარდა. 8წლის გოგონათა  შორის   სალომე ლემონჯავამ და მარიკა ბართაიამ 6-6ქულა  დააგროვეს  თუმცა  ურთიერთშეხვეედრის  გათვალისწინებით  1 ადგილი სალომე ლემონჯავას ერგო. 3საპრიზო  ადგილზე  ნუნუკა ალანია გავიდა. 8წლის  ჭაბუკთა  შორის   ქულათა მაქსიმუმით  პირველობა  გიორგი  ფხაკაძემ  მოიპოვა. მეორე ნიკოლოზ ფაცია იყო  ხოლო მესამე  ადგილი კი   ზუგდიდელმა მამუკა ბოკუჩავამ დაიკავა.   გოგონათა  ღია  ტურნირში  7დან 7ქულით  საუკეთესო  ანა სანიკიძე გახდა.  ვერცხლის   მედალი ლიზი  სარიშვილმა მოიპოვა. ბრინჯაო კი  ბარბარე კულუამ.  რაც შეეხება ჭაბუკთა   ღია …

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში შავი ზღვის საერთაშორისო დღე აღინიშნა 31 10 19

ქალაქ ფოთის ჰიდროგრაფიული სამსახურის საკონფერენციო დარბაზშიპროექტ EMBLAS-ის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. რომელიც შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის აქტუალურ საკითხებს მოიცავდა. შეხვედრაზე აღნიშნული პროექტის მიზნები, ამოცანები და დაგეგმილი საქმიანობა განიხილეს ასევე მოსმენილ იქნა დამსწრეთა მოსაზრებები შავი ზღვის გარემოს დაცვაში არსებული გამოწვევვებისა და აქტივობების შესახებ. შეხვედრა თბილისის სქახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების ორგანიზებით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური ფოთის საკრებულოში 30 10 19

ხმაური იყო ფოთის საკრებულოს სხდომაზე. დეპუტატებს შორის დაპირისპირება სააღმზრდელო დაწესებულებების შესახებ საკითხის განხილვას მოჰყვა. ოპოზიციის თქმით საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომლის მოსაგვარებლადაც ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს. კიდევ ერთი საკითხი რასაც ხმაური მოჰყვა, მელიორაციის სამსახურის შექმნა იყო. ოპოზიციის განცხადებით ადამიანები, რომლებიც ახლადშექმნილ სამსახურში დასაქმდებიან ხელისუფლების მხარდამჭერები იქნებიან და მათ მმართველი გუნდი საარჩევნოდ გამოიყენებს. უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 22-ე სხდომაზე 10 საკითხი განიხილა.

იხილე მეტი
Facebook