სიახლე 

“ძალადობის ჯაჭვის” ფარგლებში ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა 16 10 19

კოლეჯ ,,ფაზისში“ საკონფერენციო დაბრაზში პროექტის ,, ძალადობის ჯაჭვის“ ფარგლებში ქალთა კლუბის წევრებთან და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა თემაზე ,,სიყვარული და ძალადობა თანამედროვე საზოგადოებაში”. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მოესმინა ინფორმაცია ჯანდაცვის, სამართალდამცავების , გენდერთა საბჭოს და საზოგადოების სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლებისგან ძალადობის წარმოშობის მიზეზებზე. ასევე საუბარი იყო თემაზე ტოლერანტობა ახალგაზრდებში. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ლეგენდარული მოჭადრაკის ნანა ალექსანდრიას 70 წლის იუბილე 15 10 2019

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ლეგენდარულ ქართველ ქალ მოჭადრაკეთა გუნდის წევრის, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონის, ნანა ალექსანდრიას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა! ნანა ალექსანდრიამ, როგორც საჭადრაკო მოღვაწემ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჭადრაკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. 1971 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლას. 16 წელი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციაში ქალთა ჭადრაკის კომისიას ხელმძღვანელობდა. იყო, ევროსაბჭოში საქართველოს ეროვნული ელჩი სპორტში, ტოლერანტობასა და სამართლიან თამაშში. მისი მოღვაწეობის შედეგია ქალთა საჭადრაკო ოსკარის შემოღება, გოგონათა ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატების და ევროპის ქალთა საკლუბო თასის შემოღება. ნანა ალექსანდრიამ მისასალმებელ სიტყვაში,სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და საჭადრაკო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ისტორიები.გაიხსენა იუბილარს…

იხილე მეტი
სიახლე 

სამეგრელოში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი აშენდება 15 10 19

მეცხრე ტალღის ეთერში გასულ სიუჟეტს რომელიც მიუსაფარ ძაღლებს ეხებოდა გამოხმაურება მოჰყვა. როგორც შეგვატყობინეს სამეგრელოს რეგიონში უკვე დაგეგმილია ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა და გამოცხადებულმა ტენდერმა გამარჯვებული კომპანიაც გამოავლინა. თავშესაფარი სამეგრელო ზემო- სვანეთის რეგიონს მოემსახურება და ერთდროულად 250მდე მიუსაფარი ძაღლის მიღება შეეძლება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოჭადრაკეების მორიგი წარმატება 14 10 19

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის 1-ლი ლიგის მე-5 ტურის მატჩები ზუგდიდის “დადიანთან” ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს გამარჯვებით დასრულდა. პირველი მატჩი ფოთელმა მოჭადრაკეებმა დიდი ანგარიშით: 6,5 :1,5 ქულით მოიგეს. მეორე მატჩი კი, დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და ჩვენმა კლუბმა 4,5 : 3,5 ქულით გაიმარჯვა. კლუბი “ნანა” მორიგ მატჩს 2 ნოემბერს, ამბროლაურის კლუბთან კვლავ ფოთში გამართავს. ასევე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურნირი “ნონა გაფრინდაშვილის თასი” ფოთელი მოჭადრაკეების ბრწყინვალე შედეგით დასრულდა. ელენე წოწონავამ, ბ ღია ტურნირში ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა და ნონა გაფრინდაშვილის თასის მფლობელი გახდა. 14 წლის ელენე წარმატებულ სეზონს ატარებს. ის გუშინ ინდოეთის ქალაქ…

იხილე მეტი
სიახლე 

“მეცხრე ტალღას” ეთერში “ეს ქვეყანა შენიას” პირველი გადაცემა გავიდა 14 10 19

სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ პირდაპირ ეთერში, პროექტის „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში პირველი გადაცემა მომზადდა. სტუდიის სტუმრები იყვნენ ასოციაცია „დიოსკურიას“ თავმჯდომარე, ნონა ხუხუა; „ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს“ თავმჯდომარე, რევაზ წულაია და „სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი, გოგა მოისწრაფიშვილი, რომლებმაც სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაზე იმსჯელეს. ასევე ისაუბრეს, თუ რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას „სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების“ და სამოქალაქო ღირებულებების მიმართ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ, თბილისში გაიმართა, რომლის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სვეტიცხოვლობა აღნიშნეს 14 10 19

დღეს სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული აღინიშნება. სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის დაწესებული და მას ყოველი წლის 14 ოქტომბერს აღნიშნავენ. სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“. ფოთის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ლოცვა აღევლინა. ტაძარში ქადაგებისას ქართული ეკლესიისა და რწმენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გადმოცემის თნახმად, იესო ქრისტეს კვართი წილად მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს ხვდათ, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და მიიცვალა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. ლეგენდის თანახმად, საფლავზე ხე ამოსულა, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე…

იხილე მეტი
სიახლე 

“ეს ქვეყანა შენია” გადაცემა 1 (ფოთი) 11 10 19

სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ პირდაპირ ეთერში, პროექტის „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში პირველი გადაცემა მომზადდა. სტუდიის სტუმრები იყვნენ ასოციაცია „დიოსკურიას“ თავმჯდომარე, ნონა ხუხუა; „ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს“ თავმჯდომარე, რევაზ წულაია და „სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი, გოგა მოისწრაფიშვილი, რომლებმაც სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაზე იმსჯელეს. ასევე ისაუბრეს, თუ რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას „სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების“ და სამოქალაქო ღირებულებების მიმართ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ, თბილისში გაიმართა, რომლის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ასოციაცია დეამ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა 12 10 19

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ასოციაცია ,,დეამ ‘’ პროექტის – ,,იყავი აქტიური მოქალაქე, იცოდე შენი საარჩევნო უფლება!“ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. ფოთელ ახალგაზრდებთან, საარჩევნო საკითხებსა და უფლებებზე ისაუბრეს და საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შეხვედრა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის განათლების ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ფოთში 11 10 19

ბოლო პერიოდში სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღაში მაწანწალა ძაღლების საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის ზარებმა იმატა. მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ ჩვენს ქალქში მომრავლდა ავადმყოფი და ლეკვებიანი მაწანწალა ძაღლები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანებს. მათი განცხადებით დაფიქსირდა ძაღლის დაკბენის შემთხვევებიც. ჩვენი ჯგუფი აღნიშნული საკითხით დაინტერესდდა და ფოთის ქუჩებში გამოკითხვა ჩაატარა. ინფრასტრუქტურის სამსახურში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მათთვის გასაგებია მოსახლეობის გულისტკივილი, თუმცა არსებული დაფინანსებით შესაძლებლობის მაქსიმუმი კეთდება. გახდება თუ არა შესაძლებელი ფოთში ცხოველთა თავშესაფრის მოწყობა , ამ საკითხზე ჯერჯერობით პასუხი არ არსებობს.

იხილე მეტი
სიახლე 

სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ახალ გადაცემას იწყებს 11 10 19

პარასკევს 11 ოქტომბერს 20:00 საათზე სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“-ს პირდაპირ ეთერში ახალი გადაცემა „ეს ქვეყანა შენია“ გავა. ჩვენი ეთერი, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მომზადებულ გადაცემებს დაეთმობა, სადაც მოწვეულ სტუმრებთან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაზე გაიმართება დისკუსია. პროექტს საქართველოში ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი ახორციელებს. პროექტის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია. მათი საზოგადოებასთან დაახლოება და აქტიური პირების წარმოჩენა.

იხილე მეტი
Facebook