სიახლე 

ფოთში მცხოვრები გულადი პაჭკორია დახმარებას ითხოვს 13 01 20

ფოთში ახალ რაიონში ქირით მცხოვრები გულადი პაჭკორია 20 წელზე მეტია უბინაოდ არის დარჩენილი და დახმარებას ითხოვს. ის წარმოშობით ზუგდიდიდანაა და საკუთარი სახლი მას შემდეგ გაყიდა რაც მცირეწლოვანი შვილი ავად გაუხდა და წამლების ყიდვის საშუალება არ ჰქონდა. გულადი პაჭკორია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ძმასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი ხელისუფლებას და გულისხმიერ ადამიანებს დახმარებას სთხოვს, რადგან მათ ქირის გადახდის საშუალება არა აქვთ და შეიძლება ღია ცის ქვეშ დარჩნენ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ აქამდე გულადი პაჭკორიას მათთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს , სამსახურის წარმოამდგენლები უკვე იმყოფებოდნენ აღნიშნულ ოჯახში. როგორც ჩვენთან საუბარში მაია…

იხილე მეტი
სიახლე 

სკოლებში სწავლა 15 იანვარს განახლდება 13 01 20

2020 წლის სასწავლო პროცესი 15 იანვარს განახლება. ფოთის რესურს ცენტრის უფროსის, გოჩა ქორქიას თქმით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის შესაბამისი სამსახურის სპეციალური მიმართვაა საჭირო, რაც ამ დროისთვის არ ფიქსირდება და აღნიშნული სამსახურები სწავლის გადადების აუცილებლობას ვერ ხედავენ. 2019- 2020 წლის 1 სემესტრი 27 დეკემბერს დასრულდა და 15 იანვარს გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში “კეფალის ფესტივალის” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა 11 01 20

კეფალის ფესტივალის ფარგლებში, ნიკო  ნიკოლაძის კოშკის მუზეუმის დარბაზში, არსენ გვენეტაძემ  ფოთის მოსახლეობასთან  შეხვედრა გაიმართა რომელიც “ბედნიერების ჩუქების დღის” დაარსებას მიეძღვნა. არსენ  გვენეტაძე ცნობილია არა მარტო როგორს თსუ-ის პროფესორი -გინეკოლოგი, არამედ როგორც „ბედნიერების საერთაშორისო აკადემიის“ დამფუძნებელი.  მან ფოთის მოსახლეობას„კოგნიტიურ/შემეცნებითი ვიზუალური ხელოვნების პერსონალური  ნაშრომები  წარუდგინა.  არსენ გვენეტაძის წინა გამოფენა  11დეკემბერს იტალიაში, კერძოდ კი ფლორენციაში ჩატარდა. აღსანიშნავია  რომ არსენ გვენეტაძე თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლაში იმყოფებოდა  სადაც სკოლას მისი პერსონალური ნამუშევარი   საჩუქრად გადასცა. დარბაზში  შეკრებილებს ,,კეფალის ფესტივალის“ დამაარსებელი ნანა  ტაბიძე  მსგავსი ღონისძიებების დადებით  ეფექტზე და ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა.  მან  გასულ  წლებში  ჩატარებული ფესტივალები…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, პაციენტის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს 10 01 20

ფოთში მცხოვრები სვეტლანა ზარნაძე აცხადებს რომ მისი ძმა უკრაინის მოქალაქე 71წლის ანატოლი ზარნაძე ექიმების არასწორი მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა. ანატოლი ზარნაძე ყოველწლიურად 3თვით ჩამოდიოდა საქართველოში. ბოლო ვიზიტისას თავი შეუძლოდ იგრძნო და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. რის შემდგომაც ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სადაც სვეტლანა ზარნაძეს განცხადებით რენტგენიც და ტომოგრაფიაც, გადაუღეს და საგანგაშო ვერაფერი აღმოაჩინეს ავადმყოფს მკურნალობის გაგრძელება უბნის ექიმთან შესთავაზეს. მან კი ფილტვების ანთება დაუდგინა და ძვირადღირებული წამლები გამოუწერა. სვეტლანა ზარნაძეს განცხადებით მისი პროტესტის შემდეგ იგივე წამალი გამხსნელით 100ლარით ნაკლებ ფასად მისცეს. ავადმყოფის მდგომარეობა გაუარესდა და ის ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალ ,,ბაუში“…

იხილე მეტი
სიახლე 

ენერგოაუდიტი ფოთის საბავშვო ბიბლიოთეკაში 10 01 20

  ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკა მდებარეოს ქალაქის ცენტრალურ პარკში. შენობა “მოდერნის სტილის“ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც აგებული იქნა არქიტექტორ ედმუნდ ფრიკის მიერ და თავიდანვე გათვალისწინებულ იყო საბიბლიოთეკო სისტემისათვის. ნიკო ნიკოლაძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა კულტურულ საგანმანათლებლო ორგანიზაციების დაარსებას. პირველი საჯარო სამკითხველო 1899 წელს გაიხსნა. მაგრამ ის სათანადო შენობის არ ქონის  გამო დიდ სივიწროვეს განიცდიდა. ნიკოლაძის ინიციატივით ფოთის თვიმმართველობა ძველ ბაღში გამოყო ფართი საჯარო ბიბლიოთეკის ასაგებად. მშენებლობა მიმდინარეობდა შემოწირულობებით და ფოთის მოსახლეობის მხარდაჭერის შედეგად 1909 წელს დასრულდა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია პროექტის ,,მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა“ შავი  ზღვის…

იხილე მეტი
სიახლე 

ბუნებრივი აირის შეყვანის საფასური გაიზარდა 09 01 20

სემეკ-ის გადაწყვეტილებით საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის ფოთშიც, ბუნებრივი აირის ახალ აბონენტად დარეგისტრირების ტარიფი გაიზარდა. მომხმარებელს სახლში ბუნებრივი აირის შეყვანის შემთხვევაში გაორმაგებული თანხის – 800 ლარის გადახადა მოუწევს. 3 იანვრამდე გაზის ახალ აბონენტად დარეგისტრირება 400 ლარი ღირდა. რაც შეეხება წყალკანილიზაციასთან მიერთების (წყალარინები) ფასს,- 1500 ლარი ღირს, ხოლო დენის დაერთების საფასური 400 ლარი რჩება. თუმცა როგორც სემეკ-ში განაცხადეს, ეს სტანდარტული ფასია და თუ მილების დიამეტრი არ ემთხვევა სტანდარტულს, ან კვანძი შორსაა, შესაძლოა, თანხა კიდევ გაიზარდოს. იმისათვის, რომ სახლი წყლით, გაზით და დენით უზრუნველყოთ სულ ცოტა 2700 ლარია საჭირო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრში საბავშვო სტუდია „ონავრები“ ს კონცერტი გაიმართა 09 01 20

ფოთის  თეატრში ფოლკლორის  ცენტრთან არსებული  საბავშვო  სტუდია ,,ონავრების“ კონცერტი- ,,საშობაო ზღაპარი“  გაიმართა.  მათ  სხვადასხვა, როგორც ქართული ასევე უცხოური, მუსიკალური ნომერი წარმოადგინეს. ღონისძიება ფოთის ფოლკლორის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სპექტაკლი გაიმართა 08 01 20

საშობაო ღონისძიებების ფარგლებში ფოთს თეატრში მერიის ორგანიზებით სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის თოჯინური სპექტაკლი გაიმართა. დასასრულს ბენეფიციარებს ტკბილეულის პაკეტები გადაეცათ ღონისძიებაში სულ 1000-მდე ბენეფიციარი იყო ჩართული

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს კვლავ ეძებენ 08 01 20

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს მეხუთე დღეა ეძებენ. ახლობლების თქმით, გიორგი თავბერიძე სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ მის შესახებ არაფერი სმენიათ. მათ ასევე არა აქვთ ინფორმაცია, ახალგაზრდა მამაკაცი სად შეიძლება იმყოფებოდეს. ახლობლების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ბოლოს 8 მარტის ქუჩაზე ნახეს. შსს-ს ინფომრაციით გამოძიება 115-მუხლით მიმდინარეობს.

იხილე მეტი
Facebook