სიახლე 

ფოთის საკრებულოს მეთორმეტე მოწვევის სხდომა 29 05 19

საკრებულოს სხდომაზე, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მოვალეობის შემსრულებელმა, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. საკრებულოს წევრებმა, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტუქტურულ სამუშაოებზე გაამახვილეს ყურადღება და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს. სხდომის დასასრულს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საკრებულოში, დარეჯან ცხვიტარიამ, ქალაქის ცენტრში მრავალწლოვანი ხეების მოჭრის ფაქტზე განცხადება გააკეთა. მისი მტკიცებით, სამედიცინო დაწესებულების მშენებლობის პროცესს, ასწლოვანი ევკალიპტის ხეები შეეწირა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხეების მოჭრა ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით მოხდა და შესაბამის დოკუმენტებს მომდევნო სხდომაზე წარმოადგენენ.

იხილე მეტი
სიახლე 

პალიასტომის ტბაზე შიდაწვისძრავიანი ნავით გადაადგილება ისევ დაიშვება 28 05 19

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პალიასტომის ტბაზე თხევად საწვავზე მომუშავე შიდაწვის ძრავიანი ნავით სარგებლობის კიდევ ხუთი წლით გადავადებას დაუჭირა მხარი. მოქმედი კანონის თანახმად, 2019 წლის 1 იანვრიდან პალიასტომის ტბაზე, ტრადიციული გამოყენების ზონაში მხოლოდ ელქტროძრავიანი ნავებით გადაადგილებაა დაშვებული. როგორც ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი გელა ინგოროყვა ამბობს, თუ პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა, ადგილობრივი მოსახლეობა პალიასტომის ტბაზე 2024 წლის იანვრის თვემდე შეძლებს შიდაწვის ძრავიანი ნავებით გადაადგილებას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სადეზინფექციო სამუშაოები დღეს დაიწყო 28 25 19

ფოთში, დაავადებათა გადამტანი მწერების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბონიფიკატორებმა, სადეზინფექციო სამუშაოები დღეს დაიწყეს, რაც ღია და დახურული სივრცეების დამუშავებას გულისხმობს. გარემოს შეწამლვა, ესპანური პრეპარატით ხორციელდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის, თქმით შესაწამლი საშუალება ადამიანისათვის უსაფრთხოა, ხოლო კოღოს გამრავლების სხვადასხვა სტადიაზე განადგურების თვალსაზრისით მაქსიმალურად ეფექტურია. ბონიფიკატორთა 25 კაციანი 4 ჯგუფი ქალაქის ოთხ უბანზე მუშაობს. ერთ ბონიფიკატორს საშუალოდ 2000 მ2 ფართობის დამუშვება ევალება. აღნიშნული სამუშაოების ჩატარებამდე, ენტემოლოგთა ჯგუფმა, ქალაქის სანიაღვრე არხებში პაცილიისებრთა ოჯახის თევზი გამბუზია ჩაუშვეს, რომელიც კოღოს ჭუპრებით იკვებება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ჭადრაკის საკლუბო ჩემპიონატის მესამე ტური ჩატარდა 27 05 19

25 მაისს, ჭადრაკში საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის დასავლეთ ზონის მე-3 ტურის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა” და ქუთაისის კლუბი „ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი 8 დაფაზე შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობდა. შეჯიბრი ორ მატჩად ჩატარდა, მონაწილეებმა ორივე ფერის ჭადრაკის ფიგურებით ითმაშეს. საკლუბო ჩემპიონატი სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობდა. პირველი ლიგის ტურნირი ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. სეზონის დასასრულს გამარჯვებულები ფინალურ შეხვედრას, თბილისში, დეკემბრის თვეში, საკლუბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერი მოსახლეობას შეხვდა 27 05 19

ფოთში, ნაბადის უბანში, ჭავჭავაძეს ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის გადახურვის სამუშაოებს ფოთის მერი, გოჩა კურდღელია მოადგილეებთან ერთად, გაეცნო და კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა. კორპუსების გადახურვის სამუშაოების პარალელურად, ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერებისას, ფოთის მერთან, მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონი მივიდა, რომელმაც, საწარმოების მუშაობა გააპროტესტა. მისივე თქმით, ჰაერის დაბინძურებისა და ხმაურის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრება შეუძლებელია. მათი მოთხოვნაა, დაწესდეს შესაბამისი რეგულაციები, ჯანმრთელობისთვის მავნე ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად, ან საწარმოდან მოშორებით, საცხოვრებელი სახლებით დააკმაყოფილონ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს 27 05 19

ფოთში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართა. წარმოდგენილი იყო შემეცნებითი და გასართობი პავილიონები, საინფორმაციო სტენდები, იმ ქართველი ემიგრანტების შესახებ, რომლებმაც საქართველოს კულტურის და ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ასევე გამოფენილი იყო პროფესიული კოლეჯის სტუდენტების ნამუშევრები, ქალთა საზოგადოების მიერ შექმნილი ნაქარგები, ფოთელი მხატვრების ტილოები და სხვა ხელთნაკეთი ნივთები. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. სკვერში საბავშვო შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა. სპეციალურად დამზადებულ თეატრალურ პავილიონში, სხვადასხვა თემატურ ეტიუდებს აჩვენებდნენ. ბავშვების განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო ტექნიკამ, ჯავშან მანქანებმა და საბრძოლო იარაღებმა მიიპყრო, რომელიც…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა არჩილ გვასალიამ ამერიკელები ქართულად აამღერა 27 05 19

ფოთელმა 18 წლის არჩილ გვასალიამ, ამერიკელი კლასელები ქართულად აამღერა. ოჰაიოს შტატის ერთ-ერთი წამყვანი სკოლის გუნდმა არჩილთან ერთად, საქართველოს ჰიმნი შეასრულა. არჩილ გვასალია ამერიკაში FLEX-ის ლიდერთა გაცვლითი პოგრამის ფარგლებში, დაახლოებით ერთი წელია რაც იმყოფება. ის წარმატებული მოსწავლეა, მან სასწავლო წელი უმაღლესი ქულებით დაასრულა. როგორც არჩილის დედა ჰყვება, ამერიკელებს იმდენად შეაყვარა საქართველო, რომ დიდი სურვილი აქვთ აქ ჩამოვიდნენ და ქართულ კულტურას თავად გაეცნონ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერმა, წარმატებულ სპორტსმენებს მადლობის სიგელები გადასცა 24 05 19

ფოთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, ქალაქის წარმატებულ სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან შეხვედრა გაიმართა. ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ სპორტმენებს ხელბურთში, ძალისმიერ სამჭიდში და უშუ კუნგფუში მიღწეული შედეგები მიულოცა და თითეულ მათგანს მადლობის სიგელი გადასცა. სიგელი გადაეცათ კლუბი „ფაზისი-2011“-ს სპორტსმენებს, რომლებმაც 16-19 მაისს, უკრაინის ქალაქ ლუცკში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდში წარმატებით იასპარეზეს და 3 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გოჩა კურდრელიამ მადლობის სიგელი გადასცა ქალ ხელბურთელებს, რომლებმაც 2018-2019 წლის საქართველოს ჩემპიონატის ფინალში თბილისის გუნდი, ანგარიშით 32-25 დაამარცხეს და საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ასევე აღსანიშნავია, 11 წლის სოფიო აფხაზავას წარმატება უშუ კუნგფუში. მან მოსკოვში,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის “კოლხეთი 1913”-ის ფეხბურთელები და გულშემატკივრები დირექტორის გადადგომას ითხოვენ 24 05 19

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე, საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთი 1913″-ის მთავარი მწვრთნელი, ფეხბურთელებთან და გულშემატკივრებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. მათ გუნდის დირექტორის, ნიკოლოზ ჯაშის და სპონსორის წასვლა მოითხოვეს. მათივე თქმით, კლუბის ხელმძღვანელები დაკისრებულ უფლება-მოვალეობას თავს ვერ ართმევენ, რის გამოც გუნდში პრობლემებია. თითმმართველობის წარმომადგენლები შეკრებილებს ვითარებაში გარკვევას და პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ. თავად გუნდის ხელმძღვანელი შეხვედრას არ დასწრებია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი ყულევის ტერიტორიაზე ქარი და მცირე წვიმაა მოსალოდნელი 24 05 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ცნობით, ფოთი ყულევის ტერიტორიაზე 27 მაისის ჩათვლით მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +16° დაფიქსირდება.

იხილე მეტი