მწვანე იდეები რეალურ ბიზნესად – 142 მონაწილე, 17 იდეა და 8 გამარჯვებული ინიციატივა
სამკერვალოს ენერგო ეფექტურობის გაზრდა, ენერგო ეფექტური სოციალური სივრცე, ხეხილის ბაღი, ეკომეგობრული ბეჭდვის ბიზნესი, ძველი ტანსაცმლის გადამუშავება, ნარჩენებისგან ხელნაკეთი ყვავილების შექმნა და ველოკლუბი – ეს ის პროექტებია, რომელიც ხობისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში პროექტის, “მწვანე ჰორიზონტების” ფარგლებში დაფინანსდა. ორგანიზატორების თქმით, მონაწილეებმა, ონლაინ პრეზენტაციების ფორმატში 17 მწვანე და ბიზნეს იდეა წარადგინეს (9 ფოთიდან და 8 ხობიდან), საიდანაც 8 საუკეთესო ინიციატივა შეირჩა (3 ფოთიდან და 5 ხობიდან). საუკეთესო იდეები “მწვანე მომავალი, უფლებებისა და სტაბილურობის განმტკიცება” პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა, რათა რეალურ ბიზნესად და მწვანე დემონსტრატორად გადაიქცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას “მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების ასოციაციის…
იხილე მეტი