ფოთში კვლევითი ექსპედიციის ბადეები მოიპარეს

ნაბადაში (მდ. რიონის შესართავისპირა საზღვაო სივრცეში, ნაბადის კუნძულის საზღვაო აკვატორიაში) სამეცნიერო-კვლევითი ბადეები მოიპარეს. სამეცნიერო-კვლევა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეოობის სამინისტროს ნებართვის და სამინისტროსთან პარტნიორობის საფუძველზე ხორციელდება. კვლევის მიზანი მდ. რიონში და საქართველოს ზღვისპირეთში ზუთხისებრთა თევზების მდგომარეობის კვლევაა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიებას საქართველოს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველო აწარმოებს.” ბადეების ქურდობის ადგილი კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო სექტორს განეკუთვნება. ასევე მდ. რიონის შესართავში და შესართავისპირა სივრცეში, როგორც საზუთხე მდინარეში აკრძალულია ყოველგვარი თევზჭერა. თუმცა იქ კვლევის პერიოდში ბრაკონიერობის მრავალრიცხოვანი ფაქტები დაფიქსირდა.”- აცხადებს ეკოლოგი არჩილ გუჩმანიძე

მსგავსი სტატიები