ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის ყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის სააღდგომო ეპისტოლე
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის ყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის სააღდგომო ეპისტოლე
იხილე მეტიფოთისა და ხობის მიტროპოლიტის ყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის სააღდგომო ეპისტოლე
იხილე მეტიქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ 250 სოციალურად დაუცველ მოქალაქეს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ნობათი გადასცა. იგი მოადგილეებთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად უპოვართა სასადილოს ესტუმრა და ბენეფიციარებს მოახლოებული აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
აღსანიშნავია რომ ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ორშაბათშს 9 პრილს მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურა.
მერიაში აცხადებენ რომ უპოვართა სასადილოს სრული რეაბილიტაცია იგეგმება და ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეო პირუტყვის გადაადგილებაზე ახალი რეგულაციები აპრილის თვეში ამოქმედდება მათზე კონტროლი ახლად შექმნილ სერვისების ცენტრს ევალება. თუ პირუტყვი პარკებს ან სკვერებს დააზიანებს მაშინ მეპატრონეს ჯარიმასთან ერთად ზარალის ანაზღაურებაც დაეკისრება.
პარკებსა და სკვერებიში, განათებების, სკამების და ურნების დაზიანების ფაქტები ფოთში რამდენჯერმე დაფიქსირდა გუშინ 9აპრილის ხეივანზე მდებარე ამფი თეატრთან ნათურები მოიპარეს და განათებები დააზიანეს. სერვისების ცენტრის წარმომადგენლები ქალაქის მოვლა პატრონობის და იერსახის შენარჩუნების მიზნით საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდებენ და მსგავსი ფაქტების დაფიქსირებისას ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ.
4 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია \”დიოსკურიას\” ოფისში ფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ნატოს შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანა ცანავამ ნატოს შექმნის ისტორიაზე, მიზნებზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და ამ პროცესის გარშემო გავრცელებულ მითებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი წარსდგა, რომელმაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 4 აპრილს, ნატო 69-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. 1949 წელს 12-მა მოკავშირე ქვეყანამ ვაშინგტონში, ნატოს სადამფუძნებლო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ ხელშეკრულების თანახმად ალიანსის წევრები იმ მიზნით გაერთიანდნენ, რომ ერთობლივად უზრუნველყონ კოლექტიური უსაფრთხოება.
ნატო შეიქმნა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ და იმ დროიდან მოყოლებული ალიანსის მთავარი ამოცანა წევრი სახელმწიფოების თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა
გუშინ სამeგრელოს ქუჩზე მდებარე სასპორტო სკოლის მოედანზე მოყვარულ გუინდთა შორის ფოთის პირველობის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს „ტუბორგი“ და „ტიგონისი“ დაუპირისპირდა. დაძაბულ ორთაბრძოლაში მეტიქეებმა ვერ შესძლეს მოწინააღმდეგეს კარის დალაშქვრა და ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. დამატებით 11 მეტრიანების სერიაში გამარჯვება „ტუბორგმა“ მოიპოვა
მოყვარულთა შორის ფეხბურთში ფოთის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად „ტუბორგი“ 11 აპრილს პირველ ნახევარფინალში გამარჯვებულ გუნდს, „ჭაბონამას“ შეხვდება
დღეს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-10 რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით ერთი საკითხი-ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა განიხილეს. საქმე ეხება ფოთის სახელმწიფო თეატრის შენობისთვის ექსპერტიზის ჩატარებისთვის საჭირო თანხას. შეგახსენებთ რომ ფოთის თეატრის დასი უკვე მე-3 თვეა არ ატარებს სპექტაკლებსა და რეპეტიციებს. მიზეზი შენობის ავარიული მდგომარეობაა. ჩვენი ინფორმაციით მერის მოადგილისა და თეატრის დირექტორის კულტურის სამინისტროში ვიზიტისას მიღწეულ იქნა შეთანხმება თეატრის შენობის გარემონტების თაობაზე, რისთვისაც პირველ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნაა საჭირო. ექსპერტიზის ხარჯები კი ფოთის ბიუჯეტმა უნდა გაიღოს. სწორედ ამ თანხის ბიუჯეტში ასახვის გადადებამ გამოიწვია თეატრის დასის პროტესტი სოციალურ ქსელში. ფეისბუქ კომენტარები დღეს საკრებულოს სხდომაზე მსჯელობის საკითხიც გახდა.
სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა საკრებულოს წევრმა ლეიბორისტული პარტიიდან მამუკა ხორავამ. ის ქალაქში მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოუგვარებლობას შეეხო და მერიას საკითხის დაუყონებლივ მოგვარებისკენ მოუწოდა.
ფოთის თეატრმა ფუნქციონირება მას შემდეგ შეაჩერა რაც 3 თვის წინ ფოიეში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა
გადაცემა თემა
იხილე მეტიგუშინ 3 აპრილს ფოთის სახელოვნებო ცენტრში მანსანკანის მე2 ნახევარფინალური შეხვედრაა გაიმართა მასში 4 გუნდი „ზდრასტი“, „აეე“, „მარიაჩო“, და „არ ვიცი“ იღებდა მონაწილეობას. ორგანიზატორთა განცხაბედით მანსანკანზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო სასურველია ფინალი ფოთის სახელმწიფო თეატრში ჩატარდეს, რადგანაც სახელოვნებო ცენტრის დარბაზი მაყურებელს ვერ იტევდა და ეს გარკვეულ შეფერხებებსაც კი ქმნიდა. გათამაშებას მე-2 სკოლის გუნდი „მარიაჩო“გამოეთიშა, თუმცა მე2 სკოლელები პირველ ნახევარფინალში გამოთიშულ მე-6 სკოლის გუნდ „სიცილის ვირუსთან ერთად“ ფინალის დღეს მაყურებლის წინაშე საჩვენებელი ნომრებით წარსდგება.
იხილე მეტიბათუმში დასრულდა ევროპის მამაკაცთა ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდა ევროპის 35 ქვეყნის 310-მდე მოჭადრაკე. მათ შორის 200-ზე მეტი საერთაშორისო დიდოსტატი და ოსტატი. ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა :13 წლის აკაკი ყალიჩავამ. უძლიერეს ვაჟ მოჭადრაკეებთან პაექრობაში 4 ქულის აღება შეძლო და ფიდეს საერთაშორისო რეიტინგი 119 პუნქტით გაიუმჯობესა. ხოლო ასევე 13 წლის დიანა ლომაიამ 3,5 ქულა აიღო და ფიდეს რეიტინგი 81 პუნქტით გაიუმჯობესა. თბილისში დასრულებულ ევროპის ქალთა ჩემპიონატში რაპიდში უძლიერეს მოჭადრაკეებთან ბრძოლაში დიანა ლომაიამ 4,5 ქულის აღება შეძლო, ხოლო ელენე წოწონავამ კი 3,5 ქულის. ბლიცში კი ელენემ 5 ქულა აიღო, დიანამ კი 4,5 ქულა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ელენე წოწონავას გამარჯვება ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკესთან, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთან – ნონა გაფრინდაშვილთან. ელენემ ასევე დაამარცხა ცნობილი საერთაშორისო დიდოსტატი, შოტლანდიის სახელით მოასპარეზე ქეთევან არახამია – გრანტი. ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები ამჟამად სამეგრელოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც სენაკში 11-14 აპრილს გაიმართება
იხილე მეტიგადაცემა \”თემა\”
იხილე მეტი