ფოთის ჰიდროკვანძის რეაბილისტაცია გრძელდება
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, მერის პირველ მოადგილესთან მამუკა პაპასკირთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ირაკლი კაკულიასთან ერთად მდინარე რიონზე , მარეგულირებელ ჰიდროკვანძზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
მათ ადგილზე დაათვალიერეს ფარების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები და შემდგომი პროცესების თაობაზე კომპანია „ერის იმედის“ წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.
მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაციისთვის 1 367 815 ლარი დაიხარჯება.
პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება ჰიდროკვანძს, ახლით შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა, აღდგება კაშხლისა და ფარების მექანიკური ნაწილები, ამოიწევა კაშხლის ათი ფარი და დაფიქსირდება ისინი გახსნილ მდგომარეობაში. გარემონტდება წყალგამყოფი კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები.
