სიახლე 

ფოთში მ.ს.კ.-ს სასკოლო ლიგის ფესტივალი გაიხსნა

ფოთში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის სასკოლო ლიგის ფესტივალი გაიხსნა.შეხვედრა ფოთის სახელმწიფო თეატრის დარბაზში მიმდინარეობდა. 12 საჯარო სკოლების გუნდები მაყურებლის წინაშე მისალმების ნომრით წარსდგნენ. ჟიურის რჩეული მე-6 სკოლის გუნდი „სიცილის ვირუსი“ გახდა.

იხილე მეტი
სიახლე 

პოეზიის საქველმოქმედო საღამო ფოთში 01 12 17

დღეს ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ფონდ „ქველომქედი 2015_ის“ ორგანიზებით, საქველმოქმედო პოეზიის საღამო ჩატარდა.
დეტალები ნახეთ სიუჟეტში.

იხილე მეტი
სიახლე 

ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-8 საჭადრაკო ფესტივალი დასასრულს უახლოვდება

ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-8 საჭადრაკო ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. ფესტივალის ფარგლებში უკვე ჩატარდა რამდენიმე სხვადასხვა ტურნირი. ფესტივლის მთავარი შეჯიბრი, სამეგრელოს ღია ჩემპიონატი სტარტს ხვალ აიღებს.

იხილე მეტი
სიახლე 

“კოლხეთი 1913“-მარტვილის “მერანი“ ფლეი-აუტის მატჩი 2:1 დასრულდა

საქართველოს 2017 წლის საფეხბურთო ლიგის ფლეი-აუტის პირველი მატჩი ფოთის გუნდის „კოლხეთი 1913“-ის გამარჯვებით დასრულდა.
„კოლხეთი 1913“-მა მარტვილის „მერანი“ საკუთარ მოედანზე 2:1 დაამაარცხა. დაძაბულ ორთაბრძოლაში ანგარიში ფოთელებმა მატჩის 36-ე წუთზე გახსნეს.მეტოქის კარში გოლი ალექსანდრე დორებჩინსკიმ გაიტანა,ხოლო 42-ე წუთზე _ დავით ბოლქვაძემ. „მერანის“ ფეხბურთელმა სერგეი ტრეტიაკმა საპასუხო გოლის გატანა 43-ე წუთზე შესძლო.
„კოლხეთი 1913“-სა და მარტვილის „მერანი“-ს მორიგი შეხვედრა მარტვილში, 3 დეკემბერს გაიმართებ

იხილე მეტი
სიახლე 

ბაქოში პედაგოგებისთვის ტრენინგ-სემინარი ჩატარდა

თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა პროფესიული უნარების ტრენინგ -კურსები წარმატებით გაიარა. სემინარები ბაქოში ჩატარდა, სადაც თბილისის, ბათუმისა და ფოთის სკოლების დირექტორებმა მიიღეს მონაწილეობა .პედაგოგებს როგორც მოსწავლეზე , ასევე მასწავლებელზე ორიენტირებული გაკვეთილების განახლებული მოდელი გააცნეს .

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს სხდომა. 30 ნოემბერი, 2017

ფოთის მუნიციპალიტეტის საკებულოს მე-3 მოწვევის სხდომაზე ,დღის წესრიგის ორივე საკითხი ერთხმად იქნა დამტკიცებული.2017 წლის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობა, საკრებულოს წევრებმა, საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარისგან, თორნიკე კირთაძისგან მოისმინეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი გრძელდება. 29 ნოემბერი, 2017

მე-5 დღეა გრძელდება ჯემალ თოფურიას სახელობის ფესტივალი ჭადრაკში. ფესტივალის ფარგლებში 5 სხვადასხვა ტურნირი იმართება. იგი 3 დეკემბერს დასრულდება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერის ახალი მოადგილეები

ფოთის მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი და ირაკლი თოფურია აცხადებენ, რომ ქალაქს აუცილებლად დაეტყობა ახალი გუნდის ხელი.

იხილე მეტი
სიახლე 

2017-2018 წლების სასკოლო- სპორტული ოლიმპიადა დაიწყო

2017-2018 წლების სასკოლოს- სპორტული ოლიმპიადა დაიწყო. საქართველოს მასშტაბით 1700 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლე ერთმანეთს სპორტის 9 სახეობაში ეჯიბრება. ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან.
2017 წელს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ქუთაისმა უმასპნძლა, 2018 წელს კი საპატიო ფუნქცია თბილისს ერგო. რის აღსანიშნავადაც ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელმა დროშა დედაქალაქის მერს გადასცა.
კახი კალაძის თქმით, ეს ოლიმპიადა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
ოლიმპიადის საზეიმო გახსნაზე ფეხბურთში გამარჯებული სკოლის გუნდი გამოვლინდა. ოქროს მედლები თბილისის 149-ე საჯარო სკოლის ფეხბურთის გუნდის წევრებმა მოიპოვეს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, განათლებისა და სპორტის სამინისტროების და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ხორციელდება. ოლიმპიადის გენერალური სპონსორი „ვითიბი ბანკი“ გახდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საფეხბურთო გუნდი მარტვილის “მერანს“ უმასპინძლებს

ბათუმის „დინამოსთან“ გამარჯვების შემდეგ „კოლხეთი-1913“-მა გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილი დაიკავა და ჩემპიონატის ფლეი-აუტში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. საქართველოს 2017 წლის ჩემპიონატის ფლეი-აუტის პირველი მატჩი, 30 ნოემბერს ფოთის „პარკი-არენას“ მოედანზე გაიმართება,სადაც ფოთის გუნდი მარტვილის „მერანს“ უმასპინძლებს.

იხილე მეტი