სიახლე 

უბედური შემთხვევა ფოთში

ფოთში თამარ მეფის ქუჩაზე, საერთო საცხოვრებლის მესამე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა ,ის ამჟამად ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

იხილე მეტი
სიახლე 

რედაქტირებაზე დაბრუნებაფოთში წინა საარჩევნო შეხვედრები დაიწყო

ქართული ოცნების“ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია მოსახლეობასთან საჯარო შეხვედებს აგრძელებს. მან ნაბადის უბნის ამომრჩეველს საკრებულოს მაჟორიტარი სამსონ კუტალია წარუდგინა.მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს

იხილე მეტი
სიახლე 

სოციუალურ მეწარმეთა ალიანსის ფესტივალი ფოთში

15 სექტემბერს ქალაქის ცენტრალურ პარკში ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.ღონისძიებას პროექტ _ „სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალის“ ფარგლებში, „სოციალურ მეწარმეთა“ალიანსი,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ნომრები მიენიჭათ

ცესკომ 21 ოქომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა.
იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ბოლო არჩევნებში, მიმართვის შედეგად ცესკო-მ იგივე საარჩევნო ნომრები დაუტოვა.
რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფიდან დასახელებულ მაჟორტარ დეპუტატობის კანდიდატს ნაბადის ოლქში, დათო ბასილაიას 42 ნომერი მიენიჭა.

შეგახსენებთ, საარჩევნო კანომდებლობით, რეგისტრაციის ვადა პარტიებს წარადგინონ მერობისა და მაჟირიტარობის კანდიდატები 21 სექტემბერს ეწურებათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ხობელი მკლავმჭიდელების წარმატება

ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი, ასეთი შედეგით დაასრულეს ხობელმა მკლავჭიდელებმა უნგრეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი. პირველობაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა.შეჯიბრებაში 18 წლამდელთა, 21 წლამდელთა, უფროსების ნაკრებები და პარა-მკლავჭიდელები მონაწილეობდნან. ჩემპიონატში ხობის სახელით ხუთმა სპორტსმენმა იასპარეზა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრის მორიგი პრემიერა

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მორიგმა საპრემიერო ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა. სპექტაკლმა სახელწოდებით ,,კრეიცერის სონატამ“მაყურებლის დიდი ოვაცია დაიმსახურა. შეგახსენებთ,სპექტაკლი ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით, ლიტველმა რეჟისორმა საულიუს ვარნასისმა დადგა. ქართული სასცენო ვარიანტის ავტორი კი თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე, ზაზა ჭანტურიაა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სანიაღვრე არხების დასუფთავება მიმდინარეობს

ნინოშვილის უბანში სანიაღვრე არხებთან დაკავშირებით გადაღებულ ჩვენს სიუჟეტს გამოხმაურება მოჰყვა.ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ შ.პ.ს. „ტოტალმა“,რომელსაც ქალაქში სანიაღვრე არხების მოვლა პატრონობა ევალება, მოსახლეობის ბრალდება უარყო და განაცხადა რომ არხები გეგმიურად წელიწადში ერთხელ იწმინდება.შეგახსენებთ, ნინოშვილის უბნის მცხოვრებლებმა, ყოველი ძლიერი წვიმის დროს, საცხოვრებელი სახლების ეზოების დატბორვის მიზეზად, მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხები დაასახელეს,რომლებიც მათი თქმით 3 წელია არ გაწმენდილა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი პოლონეთში იმყოფებოდა

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობები პოლონეთში იმყოფებოდნენ.
მსახიობებმა საერთაშორისო ფესტივალ „პრო-კონტრა 2017-ში“ მიიღეს მონაწილობა, რომელიც 1-დან 3 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
უკრაინელ მაყურებელს დასმა დანიელა ჯანჯიჩის \”ყვითელ დღეები“ წარუდგინა და მათი მხრიდან დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
ფოთის თეატრი ხვალინდელი სპექტაკლისთვის ემზადება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრში ხვალ პრემიერა გაიმართება

ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრი თავის ერთგულ მაყურებელს ხვალ პრემიერას შესთავაზებს.სპექტაკლ „კრეიცერის სონატას\”,მოწვეული ლიტველი რეჟისორი– საულიუს ვარნასი დგამს.რუსი მწერალის ლევ ტოლსტოის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით ინსცენირებაც, მასვე ეკუთვნის.ქართული სასცენო ვარიანტის ავტორი კი თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე ზაზა ჭანტურიაა.

იხილე მეტი

ფოთის ამინდის პროგნოზი. 7 სექტემბერი, 2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით,ფოთის სანაპირო ზოლზე ხვალიდან გამოიდარებს

იხილე მეტი