ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებელი პარაკლისი ფოთში31.03.17

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებლად,საკათედრო ტაძარში,ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა პანაშვიდი გადაიხადა.საეკლესიო ლიტურღიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი

ოთარ ხომერიკის სახელობის ტურნირი ფოთში 31.03.17

ფოთის საჭადრაკო სკოლაში დასრულდა ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-15 მემორიალური ჩემპიონატი, ასევე ღია ტურნირი სწრაფ ჭადრაკში.გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებითადა დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

იხილე მეტი

ფოთის მე-15 საჯარო სკოლა რეგიონალურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას 31.03.17

საჯარო სკოლებს შორის მინი ფეხბურთში გამართულ ტურნურში,მე-15 საჯარო სკოლის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებული გუნდი აპრილის თვეში რეგიონულ შეჯუბრში მიიღებს მონაწილეობას.

იხილე მეტი

ფოთის რაიონული პროკურატურის გამწვანების აქცია 30.03.17

ფოთის რაიონულმა პროკურატურამ ხობის რაიონ სოფელ პირველ მაისში გამწვანების აქცია მოაწყო,რომელშიც პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

იხილე მეტი

თამარ ჭოჭუას სასამართლო პროცესი ფოთში 30.03.17

ფოთის საქალაქო სასამართლომ, მოქალაქე თამარ ჭოჭუას საჩივრის განხილვა დაიწყო. მან მერიასა და სააპელაციო კომისიას სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის გამო უჩივლა

იხილე მეტი

ფოთის კოლეჯმა სტატუსი შეიცვალა 30.03.17

პროფესიულმა კოლეჯმა „ფაზისმა“ სტატუსი შეიცვალა და საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“ გახდა.განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, კოლეჯი პირველი მარტიდან, მე-4 და მე-5 დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს.

იხილე მეტი

ფოთის საკრებულოს სხდომა 30.03.17

საკრებულოს მე-8 მოწვევის სხდომა პროტესტის ნიშნად „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი შამუგიამ დატოვა. მისი განცხადებით, საკრებულოს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად,ინფრასტრუქტურისა და სპორტის სამსახურის უფროსები,საკრებულოს წინაშე გაწეული მუშაობის შეახებ ანგარიშს არ აკეთებენ.

იხილე მეტი

ფოთელი ხელბურთელები ვიცე ჩემპიონები გახდნენ 29.03.17

საქართველოს ხელბურთის ჩემპიონატისგამარჯვებული პეგასი გახდა. გუნდმა წყალტუბოელი სპორტსმენები ანგარიშით 32-19 დაამარცხა.მესამე ადგილი ფოთელ ხელბურთელებს ერგოთ.
პეგასის გუნდის წევრი აღნიშნავს, რომ ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია მოუწიათ, რადგან არც ერთი მოწინააღმდეგე არ იყო სუსტი.
ფოთის გუნდის წარმომადგენელი შედეგით კმაყოფილია და აღნიშნავს რომ სპორტსმენებმა საკუთარი ძალების მაქსიმუმი გამოავლინეს.
საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში სამ ეტაპად ჩატარდა და მასში სულ 15 გუნდი მონაწილეობდა.

იხილე მეტი

ფოთის მუნიციპალიტეტს საჩუქრად ტექნიკა გადმოეცა 29.03.17

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ფოთის მუნიციპალიტეტს ორი მერსედესის მარკის,ახალი თვითმცელი ნაგავმზიდი მანქანა გადასცა.

იხილე მეტი

ფოთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება 29.03.17

ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრში მაყურებელი ახალ სპექტაკლს პირველ აპრილს იხილავს.რეჟისორ დათო ჩხარტიშვილის მიე დადგმული სპექტაკლი,16 წელზე ზემოთ მაყურებლებზეა გათვლილი

იხილე მეტი