სტუდია ვაშინგტონი 02 11 21
“სტუდია ვაშინგტონი” – „ამერიკის ხმისა“ და “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი“სტუდია ვაშინგტონი” – „ამერიკის ხმისა“ და “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი30 ოქომბერს საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ფოთის მერობისთვის ერთმანეთს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა’’ და ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს’’ კანდიდატები უპირისპირდებოდნენ. შედეგების დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა რომ , ფოთში ,,ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ამომრჩევლებს მადლობას უხდის, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა კი აღნიშნულ შედეგებს არ აღიარებს და ამბობს, რომ ფოთში არჩევნები გაყალბდა.ფოთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი აცხადებენ,რომ არჩევნებმა მშვიდ გარემოში, კანონის დაცვით ჩაიარა და მიუხედავად პროცედურული დარღვევებისა კენჭისყრის პროცესს ხელი არ შეშლია.აღსანიშნავია რომ კანონის შესაბამისად,ფოთის 70-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში ლოტოტრონით გამოვლენილი უბნების გადათვლა დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო…
იხილე მეტიფოთში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ. იგი 30-ე საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. “ჩვენ შეგვძლია ვიზრუნოთ ამ ქალაქის განვითარებაზე, საკრებულოს უმრავლესობასთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად და გავაერთიანოთ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები ზედმეტი სიბინძურის და სიყალბის გარეშე. ჩვენი ინტერესია, რომ მშვიდად წარიმართოს საარჩევნო პროცესი იმიტომ, რომ არეულობა აწყობს იმას , ვინც აგებს.“_ განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.
იხილე მეტი,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ და გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატმა გიგი უგულავამ საკუთარი არჩევანი მე-15 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. მან მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა ,,მინდა ყველა ფოთელს, ვთხოვო, მოვუწოდო აქტიურობისკენ. დღეს თქვენს ხელშია მეგობრებო, როგორ განივთარდება ეს ქალაქი, გავაგრძელებთ თუ არა ჩვენ წრეზე ტრიალს, ტაგნაციას, უპერსექტივობას, უმუშევრობას, თუ მხარს დაუჭერთ განვითარებას’’ განაცხადა ხმის მიცემის შემდეგ მერობის კანდიდატმა.მან ასევე გიორგი გახარიას პარტიის ამომრჩევლებს მოუწოდა მხარდაჭერისკენ ,, მე განსაკუთრებით მინდა ბატონი გახარიას პარტიის და მისი კანდიდატის ამომრჩევლებს მოვუწოდო აქტიურობისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიამ ნეიტრალიტეტი დააფიქსირა.’’- ქტიურობაა საჭირო იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ქალაქი და შავ ზღვაზე მართლაც…
იხილე მეტიფოთში, ხმაური იყო მე-12 საარჩევნო უბანთან. „ნაციონალური მოძრაობის“ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, მიკრო ავტობუსებში მოქალაქეებს დასურათებული სიები ჰქონდათ.როგორც ცხვიტარია აცხადებს, აგიტატორებისთვის სიების წართმევა სცადა, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა,მისივე თქმით, ყველა უბანთან მსგავსი ციტუაციაა, არაა 100 მეტრიანი დისტაცია დაცული და მმართველი გუნდი გაყალბებისთვის ემზადება. შემთხვების ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
იხილე მეტიფოთში,მერობის არჩევნების მეორე ტურია .საარჩევნო უბანები 07.00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა კი 08.00 საათზე დაიწყო. ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის ინფორმაციით ერთ-ერთი უბანი 10 წუთით ადრე გაიხსნა,რის გამოც უბანს საჩივარი დაეწერა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის “ქართული ოცნების ” და “გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები იბრძვიან.ფოთში სულ 41 ათას 128 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნების პროცესს როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები აკვირდებიან.
იხილე მეტისაქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები 20:00-ზე დაიხურა და ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. დღეს საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მერებისა და საკრებულოების მაჟორიტარი წევრების არჩევნების მეორე ტური 40 საარჩევნო ოლქსა და 1869 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის,სალომე როდონაიას განცხადებით, ფოთში არჩევნებმა მშვიდ გარემოში კანონის დაცვით ჩაიარა და მიუხედავად პროცედურული დარღვევებისა კენჭისყრის პროცესს ხელი არ შეშლია. როდონაიას თქმით, სულ 14 საჩივარია შემოსული,რომლებიც ძირითადად პროცედურულ ხასიათისაა.დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2-ე ტური მიმდინარეობდა,რომელშიც ერთმანეთს,ფოთის მერობისთვის, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ კანდიდატი გიგი უგულავა და ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს’’ კანდიდატი ბექა ვაჭარაძე უპირისპირდებოდნენ.…
იხილე მეტი1 ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ფოთში 2 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა დღისით: +18 °+ 20 ° ; ღამით: +12 ° +14 ° იქნება, ძირითადად უნალექო დღე გველოდება დღისით მოსალოდენელია ხანმოკლე წვიმა. საღამოს უმეტესად უნალექოდ. 3 ნოემბერს დღისით: +19 ° +21 ° ; ღამით: +15 ° +17 ° გრადუსი იქნება. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. საღამოს მოსალოდენელია ხანმოკლე წვიმა.
იხილე მეტისაქართველოში კორონავირუსის 2 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 31 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,77%ია. სპეციალისტების თქმით, პირბადის გამოყენების 40%-იანი მაჩვენებელი და დღიურად აცრილთა უპრეცედენტოდ დაბალი მონაცემები მეხუთე ტალღისგან გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდის შეჩერებას აფერხებს. ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს და ვაქცინაციის ცენტრში მიმართვიანობა კატასტროფულად დაბალია – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ავიცრათ ერთმანეთისთვის – იმ შემთხვევაში თუ იმუნიზაციის თუ ვაქცინაციის ნიშნული საჭირო დონეს არ მიუახლოვდა, ქვეყანაში პანდემია ვერ დასრულდება და ყოველ ორ თვეში ახალ-ახალი ტალღა გვექნება – ამბობენ ეპიდემიოლოგები. ექიმები შიშობენ, რომ მალე საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლები აღარ იქნება. 247 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 5…
იხილე მეტიწყალსათხილამურო სპორტი საკმაოდ გავრცელებული ტრენდია მთელს მსოფლიოში,ფოთში,ოქროს ტბაზე წყალსათხილამურო სპორტში ღია ჩემპიონატი,, საქართველოს პირველობა’’ გაიმართა ,,სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. თუ ჩვენს ქვეყანაში ვავითარებთ ტურიზმს, ტურისტებისთვის სპორტის ეს სახეობა ძალიან მიმზიდველია. სასურველია ჩვენს ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა უფრო განვითარდეს“, – განაცხდა წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციის პრეზიდენმა, რომან მელიამ და მან ადგილობრივ ხელისუფლებას მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა აღსანიშნავია,რომ ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად,მონაწილეები 5 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, როგორც ისინი აღნიშნავენ, მალთაყვის სპორტული ბაზა და საქართველოს კლიმატური ადგილმდებარეობა იდეალურია წყალსათხილამურო სპორტის გასავითარებლად. აღსანიშნავია,რომ ჩემპიონატში, გერმანელმა სპორტსმენებმა გაიმარჯვეს. მონაწილეები დღეს სიგელებით და მედლებითა…
იხილე მეტი