სიახლე 

ფოთელი მოჭიდავეების წარმატებები. 19 ივნისი, 2015

უმცროს ჭაბუკთა შორის, ბათუმმა ჭიდაობა ძიუდოში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. მასში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა იასპარეზეს. ტურნირზე 300-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. საპრიზო ადგილებზე ფოთელი მოჭიდავეებიც გავიდნენ. ლუკა გადელია 30 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა, ხოლო ანდრო არზიანი, აკაკი კვატანია და ბექა სანაია – მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ. სპორტსმენები ინტენსიურ ვარჯიშებს გადიან, 26-27 ივნისს ისინი მესტიაში მსოფლიო ჩემპიონის ნესტორ ხერგიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე მოსინჯავენ ძალებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ხიდის რეაბილიტაციისმოთხოვნით ფოთში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ფოთის აღმოსავლეთით მდებარე ჰიდროკვანძის რეაბილიტაციის მოთხოვნით პეტიციაზე ინტერნეტ ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. სტუდენტების ამ წამოწყებას გააქტიურება მოჰყვა საზოგადოების ფართო წრეებშიც. რიგითი მოქალაქეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის პირველი შეხვედრა დღეს მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

გამოსაშვები გამოცდის პირველი ეტაპი ხვალ სრულდება

გამოსაშვები გამოცდის პირველი ეტაპი ხვალ სრულდება. დარჩენილი 4 საგნის ჩაბარება კი მეთერთმეტეკლასელებს სკოლის დასრულებისას მომავალ წელს მოუწევთ.

იხილე მეტი
სიახლე 

15 ივნისიდან ზღვაზე ბანაობის სეზონი ოფიციალურად გაიხსნება

15 ივნისიდან ზღვაზე ბანაობის სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. არის თუ არა უსაფრთხო ზღვის წყალი. ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დასკვნა.

იხილე მეტი
სიახლე 

ჰიდროკვანძი, რომელიც ხიდის ფუნქციასაც ასრულებს, შესაძლოა, დაინგრეს

ფოთის აღმოსავლეთით მდებარე ჰიდროკვანძი, რომელიც ხიდის ფუნქციასაც ასრულებს, შესაძლოა, დაინგრეს. ამ დასკვნამდე მიდიან დარგის სპეციალისტები, რომლებიც მის მდგომარეობას აკვირდებიან. ფოთელები ადგილობრივ ხელისუფლებასა და საქართველოს მთავრობას დროული რეაგირებისაკენ მოუწოდებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

სტიქიით დაზარალებულთა დახმარება გრძელდება

თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დახმარება გრძელდება. დღეს საქველმოქმედო აქციას ფოთის მე-3 საჯარო სკოლა შეუერთდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება მიმდინარეობს

პარალელურად ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება მიმდინარეობს სამაუწყებლო კომპანია „ მეცხრე ტალღაში“. აქ სპეციალური შტაბია განთავსებული.

იხილე მეტი
სიახლე 

საატესტატო გამოცდების ჩატარების თარიღი შეიცვალა

დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით გამოსაშვები გამოცდების პირველი ეტაპი ხვალ დაიწყება. საატესტატო გამოცდები ქვეყნის მასშთაბით დღეს უნდა დაწყებულიყო.

იხილე მეტი