სიახლე 

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს. დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა ფოთშიც. ღონისძიებები ტრადიციული მსვლელობით გაიხსნა. რიგითმა მოქალაქეებმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა გეზი აღმაშენებლის ქუჩიდან აიღეს და ნიკო ნიკოლაძის კოშკთან დაასრულეს, სადაც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის მიერ „მრავალჟამიერი“ შესრულდა. ნიკო ნიკოლაძის კოშკზე კი ქართული დროშა აღიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ვიქტორ კრატასიუკის სახელობის რეგატა ნიჩბოსნობაში

დღეს ფოთში ნიჩბოსნობაში ვიქტორ კრატასიუკის სახელობის რეგატამ აიღო სტარტი. წელს მასში აზერბაიჯანის, ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრი ხვალ დასრულდება. ვიქტორ კრატასიუკის სახელობის რეგატას ფოთი ყოველწლიურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ატარებს.

იხილე მეტი
სიახლე 

26 მაისისადმი მიძღვნილი გამოფენა ცენტრალურ პარკში

მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იყო ფოთის კულტურისა და დასვენების პარკი სადაც სხავდასხვა კულტურული ღონისძიება ჩატარდა. პარკში გამოფენილი იყო სამხედრო ტექნიკა, კოლეჯ ,,ფაზისის“ სტუდენტთა ნამუშევრები, საგამოფენო დარბაზში არსებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეთა ფერწერული ნამუშევრები. მოეწყო ყვავილების ფესტივალი.

იხილე მეტი
სიახლე 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა

დღეს პარკში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის მოსწავლეთა ხელთნაკეთი ნივთების ნახვაც შესაძლებელი იყო. ბენეფიციარებმა სპეციალურად ამ დღისთვის თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს.

იხილე მეტი
სიახლე 

მოსწავლეებმა სანაპირო დაცვის ფოთის ბაზა დაათვალიერეს

ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მოსწავლეთა ნაწილმა დღეს მესაზღვრეებთან სტუმრობით აღნიშნა. ისინი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ .

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში „რესპუბლიკური პარტიის“ საქალაქო ორგანიზაციის ოფისი გაიხსნა

ფოთში „რესპუბლიკური პარტიის“ საქალაქო ორგანიზაციის ოფისი გაიხსნა. მისი პრეზენტაცია საზეიმო ვითარებაში შედგა.

იხილე მეტი
სიახლე 

სეზონის შემაჯამაბელი პრესკონფერენცია ფოთის „კოლხეთში“

ფოთის „კოლხეთის“ კლუბის ხელმძღვანელობამ ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატზე მიღწეული შედეგები შეაჯამა. პრესკონფერენციაზე გუნდში მიმდინარე და მოსალოდნელ ცვლილებეზეც ისაუბრეს. რა გახდა მიმდინარე სეზონზე გუნდისთვის შემაფერხებელი და რა დაპირებები მიიღეს ფეხბურთელებმა იმ საკრებულოს წევრებისგან, რომლებიც დღეს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

4 ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას ჭალადიდში

სენაკი-ფოთის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავტოავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები

ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოში მცხოვრები მოსახლეობა ადგილობრივ მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მათი პრეტენზიები „კურსორში“.

იხილე მეტი