საქველმოქმედო აქცია. 15 მაისი, 2015
საქველმოქმედო აქცია ფოთში. ადგილობრივი შემსრულებლები ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ. საინფორმაციო მხარდაჭერა სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“ -მ უზრუნველყო.
იხილე მეტისაქველმოქმედო აქცია ფოთში. ადგილობრივი შემსრულებლები ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ. საინფორმაციო მხარდაჭერა სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“ -მ უზრუნველყო.
იხილე მეტიძალისმიერ სამჭიდში ფოთელმა ირაკლი ჭანტურიამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონატს უკრაინა მასპინძლებს და მასში 20 ქვეყნის 480 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრებ გუნდში 5 ფოთელი ირიცხება.
იხილე მეტიფოთის ,,კოლხეთმა“ მარტვილის მერანი დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მატჩი ლანჩხუთში გაიმართა და იგი რამდენმე წუთის წინ დასრულდა. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, თუმცა პირველი ტაიმი ორივე გუნდისთვის უშედეგო გამოდგა. ანგარიში ,,კოლხეთმა“ 84-ე წუთზე გახსნა. თამაშის დასასრულს ფოთელმა ფეხბურთელებმა მეტოქის კარი ზედიზედ ორჯერ დალაშქრეს. გოლები შოთა ჯიქიამ, თედო კაკულიამ და მერაბ გიგაურმა გაიტანეს. ,,კოლხეთი“ 36 ქულით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში მეათე ადგილს იკავებს. გუნდი 17 მაისს მცხეთაში ,,ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდება. ახლა სატელეფონო ხაზზე ,,კოლხეთის“ მთავარი მწვრთნელი ზაზა ინაშვილი.
იხილე მეტიპოეზიის საღამო ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. ახალგაზრდები დღეს მურად მთვარელიძეს შეხვდნენ.
იხილე მეტიხვალიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. იგი ონლაინ რეჟიმში იწარმოებს.
იხილე მეტიხმაური პორტის თანამშრომელთა აქციაზე. გაფიცულთა შორის აზრთასხვადასხვაობაა. ნაწილი თვლის რომ სამუშაო ადგილებს უნდა დაუბრუნდნენ, ნაწილი კი მიიჩნევს რომ გაფიცვა არ უნდა შეწყვიტონ. შიდა პროფკავშირების წარმომადგენელმა გოჩა ჩემინავამ დღეს გაფიცულებს ახალი პირობები გააცნო, როგორც დღეს გახდა ცნობილი ხელფასების 14%-იანი ზრდის ნაცვლად ადმინისტრაცია მზადაა მათ 5% მოუმატოს, იმ შემთხვევაში თუკი გაფიცულები შეთავაზებას დასთანხმდებიან მომდევნო 2 წლის განმავლობაში მათ ანაზღაურება არ გაეზრდებათ და არც საპროტესტო აქციის მოწყობის უფლება ექნებათ. ამ წუთებში პორტის ადმინისტრაციასთან მედიატორი მოლაპარაკებას მართავს.
იხილე მეტიდღეს ფოთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +16 გრადუსი დაფიქსირდა. ღამით მოსალოდნელია + 12, + 14 გრადუსი. ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფორმაციით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით ხვალ ფოთში დასავლეთის სუსტი ქარი იქროლებს, და დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +13, +15, ხოლო ღამით +12 გრადუსი იქნება.
იხილე მეტიფოთმა თავისუფალ ჭიდაობაში რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლა. შეჯიბრში 13 გუნდმა იასპარეზა.
იხილე მეტიმეცხრე დღეა ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი ფოთის პორტი პარალიზებულია. შავიზღვისპირა ქალაქი საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა. გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელია, ასევე უცვლელია პორტის პოზიცია.
იხილე მეტიადგილობრივი შემსრულებლები და მოცეკვავეები ხვალ ერთი მიზნისთვის გაერთიანდებიან
იხილე მეტი