სიახლე 

საკათედრო ტაძრის კურთხევიდან 2 წელი გავიდა

ფოთისა და ხობის ეპარქიამ საკათედრო ტაძრის დღესასწაული აღნიშნა. მაცხოვრის აღდგომის ტაძრის კურთხევიდან 2 წელი გავიდა.

იხილე მეტი
სიახლე 

აქცია ასურელი ოჯახების მხარდასაჭერად

ასურელი ქრისტიანების მხარდასაჭერი აქცია საქართველოს მასშტაბით და მათ შორის ფოთშიც. მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მხარდაჭერა სირიასა და ერაყში მცხოვრებ ხალხს. ნიკო ნიკოლაძის კოშკთან გამართული მდუმარე აქციის დეტალები „კურსორში“.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი „ვორქაუთელები“ აზეირბაიჯანულ ტალანტების შოუში

ფოთელი „ვორქაუთელები“ აზეირბაიჯანულ ტალანტების შოუში. გადაცემის ქასთინგი უკვე ჩაიწერა; ხვალ, 21 აპრილს კი კულტურის სახლის დარბაზში, ნაჩვენები იქნება ქუჩის ვარჯიშების მიმდევარი ჯგუფის გამოსვლა აზეირბაიჯანში. ღონისძიება 18:30 წუთზე დაიწყება. ჯგუფი „ვორქაუთი“ რუსთავი 2 -ის სატელევიზიო პროექტ „ნიჭიერის“ ფინალისტია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გრძელდება

გრძელდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში. ფოთის „კოლხეთმა“ მორიგი შეხვედრა ფრედ დაასრულა.

იხილე მეტი
სიახლე 

ხვალ მარნეულში სტარტს აიღებს საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში

ხვალ მარნეულში სტარტს აიღებს საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში. იგი 18, 14 და 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის ტარდება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 200-მდე მოჭადრაკეს შორის ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის 8 მოსწავლეცაა. ისინი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურების მოპოვებას შეეცდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ქრისტიანების გენოციდის წინააღმდეგ ფოთში აქცია იგეგმება

,,შეწყდეს ქრისტიანების გენოციდი სირიასა და ერაყში!“ – ამ ლოზუნგით 19 აპრილს 17 საათზე ნიკო ნიკოლაძის კოშკთან მდუმარე აქცია გაიმართება. ამ ფორმით ქრისტიანების დევნას საქართველოს 7 ქალაქში, მათ შორის ფოთშიც გააპროტესტებენ. აქცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად გაიმართება და მასში მონაწილება ყველა მსურველს შეუძლია. ტერორისტული დაჯგუფება ISIS -ი სირიასა და ერაყში ქრისტიანების დევნას რამდენიმე წელია ახორციელებს, ბოლო დღეებია სოციალური ქსელისა და ინტერნეტ გამოცემების მეშვეობით ამის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა აქტიურად ვრცელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

რა დირექტივები მიიღეს საკრებულოს წევრებმა დახურულ კარს მიღმა?

ცვლილებები ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელიც გუშინ სხდომის გადადების მიზეზი გახდა, საკრებულომ დღეს მიიღო. თუმცა ამას სხდომის დაწყებისთანავე გამოცხადებული შესვენება და საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში გამართული კონსულტაციები უძღოდა. რა დირექტივები მიიღეს დღეს საკრებულოს წევრებმა დახურულ კარს მიღმა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საფეხბურთო სკოლის გუნდი რეგიონის ჩემპიონი გახდა

ფოთის საფეხბურთო სკოლის გუნდმა 14 წლიანებში სამეგრელო ზემო-სვანეთის ჩემპიონობა სამი ტურით ადრე გაინაღდა. მე 18 ტურში ,,კოლხეთმა“ მარტვილის ,,ტეხურა“ დამაჯერებელი ანგარიშით 6–2 დაამარცხა. 2014-15 წლის ჩემოპიონატზე 2000 წელს დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდს 14 მოგება და 4 ფრე აქვს. 22 აპრილს ისინი ოზურგეთის ,,მერცხალს“ უმასპინძლებენ.

იხილე მეტი

ზურაბ სარსანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დასრულდა

ზურაბ სარსანიას თასი წელს მეცხრედ გათამაშდა. მასში 150-მდე მოკრივემ იასპარეზა. ტურნირი დღეს საზეიმო ვითარებაში დაიხურა.

იხილე მეტი