სიახლე 

დასრულდა სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის აბსოლუტური ჩემპიონატი ჭადრაკში

დასრულდა სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის აბსოლუტური ჩემპიონატი ჭადრაკში. წელს მას აბაშის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. წლევანდელ ჩემპიონატზე საერთაშორისო ოსტატის ნანა იოსელიანის თასი პირველად გათამაშდა.

იხილე მეტი
სიახლე 

დაცულია უსაფრთხოების ზომები ქალაქში მიმდინარე სამშენებლო ობიექტებზე?

ჟურნალისტმა ინგა გვასალიამ, რომელიც ფოთში საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენელია, რამდენიმე დღის წინ თავის დაზაინება მიიღო. არის თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები ქალაქში მიმდინარე სამშენებლო ობიექტებზე. ვინ არის პასუხისმგებელი აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე.

იხილე მეტი
სიახლე 

საქველმოქმედო აქცია. 9 აპრილი, 2015

,,ქარექსპრესფორვადერისა“ და ,,ბიფორვარდის “ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია. სოციალურად დაუცველებმა სააღდგომო ნობათი მიიღეს.

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოს უახლესი ისტორიის სისხლიანი თარიღიდან 26 წელი გავიდა

დღეს 9 აპრილია, საქართველოს უახლესი ისტორიის სისხლიანი თარიღიდან 26 წელი გავიდა. რას იხსენებს წლების შემდეგ 1989 წელს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების უშუალო მონაწილე. რუსის ნიჩაბს გადაურჩა, თუმცა ნანა სირაძე იმ ათასობით მოწამლულ ადამინთა რიგებში აღმოჩნდა, ვინც დარბევის შედეგად დაზარლდა. 21 დაღუპული გმირის ხსოვნას დღეს პატივი ფოთშიც მიაგეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური და დაპირისპირება საპროტესტო აქციაზე

იმ 15 ოჯახს შორის, ვისაც დღეს ფოთში ბინები გადაუნაწლდათ, კონჯარიების დევნილი ოჯახი არ მოხვდა. ამის გამო ფიქრია კაპანაძემ პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართა. დღის მეორე ნახევარში, მან ოჯახის წევრებთან და ახლობლეთან ერთად გურიის ქუჩა გადაკეტა. აქციაზე პოლიციასთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა; მოგვიანებით კი, დევნილმა ქალმა იმ ბინის დაწვა სცადა, რომელიც მათ გუშინ თვითნებურად ხელმეორედ დაიკავეს, თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნული საცხოვრებლის მეპატრონე დღეს სხვა დევნილი ოჯახი გახდა, მათ ბინის დატოვება კიდევ ერთხელ მოუხდათ. კონჯარიები საპროტესტო აქციების გაგარძლებით იმუქრებიან, ხვალ ისინი მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ გეგმავენ შეკრებას.

იხილე მეტი
სიახლე 

ნიჩბოსნობაში კანოე-კაიაკში შეჯიბრს აზერბაიჯანმა უმასპინძლა

2-დან 5 აპრილის ჩათვლით აზერბაიჯანის ქალაქ მინგეჩაურში ნიჩბოსნობაში კანოე-კაიაკში,,ჰეიდარ ალიევის თასის”გათამაშება ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვიქტორ კრატასიუკის სახელობის კანოე კლუბის ნიჩბოსნებიც ირიცხებოდნენ. ჩემპიონატზე ფოთელმა სპორტსმენებმა მურმან მალანიამ, გარუშა ხიზანიშვილმა და გიორგი გოგიჩაიშვილმა წარმატებით იასპარეზეს. მურმან მალანიამ 200 მეტრ დისტანციაზე პირველი ადგილი დაიკავა, გარუშა ხიზანიშვილი და გიორგი გოგიჩაიშვილი კი მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდნენ. სპორტსმენები ვარჯიშებს განაგრძობენ და სხვადასხვა ჩემპიონატისათვის ემზადებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ხანძარი ფოთში

ხანძარი ფოთში. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლის მეორე სართული მთლიანად დამწვარია. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

იხილე მეტი
სიახლე 

15 დევნილმა ოჯახმა ფოთში ახალი საცხოვრებელი ბინა მიიღო

15 დევნილმა ოჯახმა ფოთში ახალი საცხოვრებელი ბინა მიიღო. ახალმოსახლეებზე საცხოვრებელი ფართები ფარული კენჭისყრით გადანაწილდა. ბინის მისაღებად განაცხადი 40-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, მათგან გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად 15 ოჯახი შეირჩა.

იხილე მეტი
სიახლე 

ვინ დაიკავებს ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ვაკანტურ პოსტს?

ვინ დაიკავებს ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ვაკანტურ პოსტს? ვიდრე ექს მოადგილე იმ პირთა გამოაშკარავებითაა დაკავებული, რომლებიც მისივე შეფასებით, ,,ქართულ ოცნებას“ ამოფარებული პირადი ანგარებიანი მიზნების გამო საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, რაც ზურაბ ფაჩულიას საკრებულოდან წასვლის მიზეზი გახდა, დღის წესრიგში მისი შემცვლელის საკითხი დგას. როდის დაასახელებს საკრებულოს თავმჯდომარე ახალი მოადგილის კანდიდატურას?

იხილე მეტი