სიახლე 

დევნილი ოჯახი თვითნებურად დაკავებული ბინიდან გამოასახლეს

დევნილი ოჯახი თვითნებურად დაკავებული ბინიდან გამოასახლეს. ისინი ახალ რაიონში, დევნილთათვის აშენებულ ბინაში რამდენიმე კვირის წინ შეიჭრნენ. როგორც თავად ჰყვებიან, საცხოვრებელი ფართი სამართალდამცავბემა მათ ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

იხილე მეტი
სიახლე 

რა სარგებლობას მოუტანს ბიზნესს ასოცირების ხელშეკრულება?

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების საკითხებზე დღეს ფოთში იმსჯელეს. შეხვედრა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შედგა და მას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნეს სექტორის წევრები ესწრებოდნენ. საინფორმაციო კამპანია, რომელიც სხვა ქალაქებსაც მოიცავს ევროკავშირთან შეთანხმების შესახებ ბიზნესმენების ინფორმირებულობას გულისხმობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ჭადრაკში ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი დაიწყო

დღეს ჭადრაკში დაიწყო ოთარ ხომერიკის მეცამეტე მემორიალი. შეჯიბრში 90-მდე ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობს. სულ ხუთი ტური ჩატარდება, მათგან ნაწილი შვეიცარული, ნაწილი კი წრიული სისტემით გაიმართება. შეჯიბრი 30 მარტს დასრულდება. ოთარ ხომერიკის სახელობის ტურნირი ფოთის ნანა ალექსანდრიას საჭადრაკო სკოლის ორგანიზებით ეწყობა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფრედ 0:0 დასრულდა ფოთის „კოლხეთისა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი.

ფრედ 0:0 დასრულდა ფოთის ,,კოლხეთისა“ და თბილისის ,,დინამოს“ მატჩი. საქართველოს ოცდამეექვსე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის მატჩი ლანჩხუთის სტადიონზე გაიმართა. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, თუმცა ანგარიში არც მეორე ტაიმში გახსნილა. ახლა ,,კოლხეთი“ სატურნირო ცხრილში 22 ქულით მეცამეტე ადგილს იკავებს. მორიგ შეხვედრას ფოთის ,,კოლხეთი“ 3 აპრილს გამართავს და ბოლნისის ,,სიონს“ დაუპირისპირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთმა აკადემიურ ნიჩბოსნობაში გუნდურ პირველობას უმასპინძლა

საგაზაფხულო გუნდური პირველობა და საპრიზო ადგილზე გასული ფოთელი სპორტსმენები. ჩემპიონატს ქალაქი ორი დღის მანძილზე მასპინძლობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

რესპუბლიკური პარტიის ფოთის ორგანიზაციას ნუკრი თოშხუა უხელმძღვანელებს

„რესპუბლიკური პარტიის“ საქალაქო ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ვინ ჩაანაცვლა გაიოზ ქინქლაძე და რა გეგმები აქვს არჩეულ თავმჯდომარეს. ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი.

იხილე მეტი
სიახლე 

რეჟისორისა და ახალგაზრდების შეხვედრა ფოთის თეატრში

მალე ფოთის თეატრი მაყურებელს ახალ სპექტაკლს წარუდგენს. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე დამდგმელმა რეჟისორმა ახალგაზრდების მოსაზრებები მოისმინა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი. 20 მარტი, 2015

დღეს ფოთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა + 8 გრადუსი დაფიქსირდა. ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფორმაციით ღამით მოსალოდნელია ქარი რომლის სიჩქარე წამში 10, 15 მეტრი იქნება, შენარჩუნდება ნალექიც. უამინდობას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ხვალაც.

იხილე მეტი
სიახლე 

მზის დაბნელება

დღეს, 20 მარტს დედამიწის მცხოვრებლები მზის სრული დაბნელების მოწმეები გახდნენ, რომელიც ორი საათისა და 14 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ასტრონომიული მოვლენა 7 საათსა და 41 წუთზე დაიწყო (მსოფლიო დროით) და დილის 11 საათსა და 50 წუთზე დასრულდა. ჩვენი დროით მზის დაბნელება 13 საათსა და 13 წუთზე დაიწყო, მაქსიმალურმა ფაზამ 14 საათსა და 20 წუთამდე მიაღწია და 15 საათსა და 27 წუთზე დასრულდა.

იხილე მეტი