სიახლე 

გამოხმაურება „კურსორში“ გასულ სიუჟეტზე

9 იანვარს „კურსორში“ გასულ სიუჟეტს რომელიც ღია ცის ქვეშ დარჩენილი შუახნის მამაკაცის უმწეო მდგომარეობას ასახავდა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილმა ადგილობროვი ხელისუფლება გულგრილობაში დაადანაშაულა.

იხილე მეტი
სიახლე 

უპირისპირდება თუ არა „კოლხეთის“ ადმინისტრაცია ფოთის მერს?

პარასკევს თოქ- შოუ „თემაში’’ ქალაქის მერმა საფეხბურთო კლუბის ფოთის კოლხეთის ხელმძღვანელობის მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთა. რატომ უწუნებს ირაკლი კაკულია თანამშრომლობასა და კოორდინაციას გუნდის ხელმძღვანელობას და რას ითხოვს მათგან ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, რომელიც კლუბის 100 პროცენტიანი დამფუძნებელია. დღეს ამ კითხვებზე პასუხის მიღებას „კურსორი“ შეეცადა.

იხილე მეტი
სიახლე 

მოხეტიალე პირუტყვი ცენტრალურ ქუჩებში 9 01 2015

მოხეტიალე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ისევ გამოჩნდა. რას ამბობენ ფოთელები და რა ზომებს იღებს შესაბამისი უწყება აქტუალური პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამ თემაზე დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

როდის დასრულდება ზამთრის არდადეგები? 9 01 2015

საჯარო სკოლებში მეორე სემესტრი 15 იანვრიდან დაიწყება. ზამთრის არდადაგებზე მოსწავლები საქართველოს მასშტაბით 30 დეკემბერიდან ისვენებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

მარტოხელა მამაკაცი ღამეს ქუჩაში ათევს

პირველი თოვლი ფოთში. უამინდობას ქალაქისთვის პრობლემები არ შეუქმნია. თუმცა მოსახლეობის ნაწილი უხვ ნალექს შიშით ხვდება. განსაკუთრებით ისინი ვისაც ღამის გათევა ღია ცის ქვეშ უწევს . რას აკეთებს ადგილობროვი მთავრობა ქალაქში სადაც უსახლკაროებისათვის თავშესაფარი არ არის და როგორია ერთი კონკრეტული პიროვნების ცხოვრება ვინც ღამეს ფოთის თეატრის შენობის ქვევით ათევს.

იხილე მეტი
სიახლე 

რას ითხოვს ყოფილი მსჯავრდებული?

ყოფილი მსჯავრდებული ალექსანდრე გალოკინი ადგილობრივ მუნიციპალიტეტს თავშესაფარს სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აცხადებს რომ მთელ ქალაქს საქმეს სანანებლად გაუხდის. დღეს მან მუქარის შემცველი მესიჯები ყველა იმ უწყების მისამართით გამოთქვა ვისაც უკვე მიმართა და მათგან არანაირი რეაგირება არ მოხდა. მსჯავრდებულის ისტორია ნახეთ „კურსორში’’.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ აფასებენ ფოთელები საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს?

როგორ აფასებენ ფოთელები საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელსაც 12 ადამიანი ემსხვერპლა ხოლო 10 ზე მეტი დაშავდა. პარიზში, ჟურნალ „შარლი ებდო“-ს რედაქციაზე შურისძიების მიზნით განხორციელებული სისხლიანი თავდასხმა მსოფლიო მედიის ცენტრშია. სატირულმა ჟურნალმა \”ისლამური სახელმწიფოს\” ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა, რაც შურისძიების მიზეზი გახდა. გარდაცვლილთა შორის გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი არიან.დაღუპულია ასევე ორი პოლიციელი. მომხდარ ფაქტს გმობენ ფოთშიც და აცახდებენ, რომ ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ ჩაიარა ალილომ ფოთში?

ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთში „ალილოობა“ ჩატარდა. თუმცა წელს იგი არა პომპეზურად აღინიშნა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით თანხების არ ქონის გამო „ალილოობაზე“ ხარ -ურემი არ იყო.

იხილე მეტი
სიახლე 

უამინდობას ფოთში პრობლემები არ შეუქმნია

უამინდობა ფოთში. ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფორმაციით დღეს ღამით და ხვალ ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. უამინდობას ქალაქისთვის პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა ფოთის პორტი შეფერხებით მუშაობს.

იხილე მეტი